თითქმის ყოველწლიურად საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს რეგიონში მისაბაძ მაგალითად აფასებს და ამას თავის ანგარიშებში ასახავს – მიხეილ დუნდუა

„თითქმის ყოველწლიურად საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს რეგიონში მისაბაძ მაგალითად აფასებს და ამას თავის ანგარიშებში ასახავს,“ – განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის შეფასებისას, სადაც საუბარია საქართველოში განხორცილებული რესტრუქტურიზაციის ჰიბრიდულ რეფორმაზე.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის თქმით, კოვიდ პანდემიის ფონზე საერთაშორისო სავალუტო ფონდი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს რეგიონში არსებულ ვითარებას ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა პრობლემური, ვალაუვალი ფირმების მხარდაჭერა და მათი რესტრუქტურიზაცია.

„საქართველოში განხორციელებული რესტრუქტურიზაციის ჰიბრიდული რეფორმა წარმატების ნიმუშად, მისაბაძ მაგალითად არის მოყვანილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშში. აუცილებელია ინვესტორებს მიეცეთ საშუალება, რომ შეძლონ პრობლემური კომპანიებისათვის კაპიტალის მოწოდება და რეგულაციების ჩარჩოს მოწესრიგება ისე, რომ შესაძლებელი იყოს მოვალეებსა და კრედიტორებს შორის ურთიერთობების დამყარება რესტრუქტურიზაციის თვალსაზრისით,“ – განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.

მისივე თქმით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სავალუტო ფონდი მთელი რეგიონისათვის მისაბაძ მაგალითად ასახელებს საქართველოს და ქართულ რეფორმებს, ორი წლის წინ 2019 წლის ოქტომბერში გამოქვეყნებულ ანალოგიურ ანგარიშში საქართველოს, როგორც ფისკალური, ასევე, საგადასახადო პოლიტიკა შეფასებული იყო, როგორც მისაბაძი მაგალითი მთელი რეგიონისათვის.

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი და იუნისეფი იწყებენ თანამშრომლობას განახლებადი ენერგიის, კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემების გადაჭრის მიზნით

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ელიზბარ …