“თიბისი” Space-ით უკვე გერმანიაშია და ევროპის სხვა ბაზრებსაც უყურებს

თბილისი (BPI) – თიბისი ნეობანკინგის პლატფორმას აფართოებს.ციფრული ბანკი – Space გერმანიის ბაზარზე შედის.რაც ქვეყანაში სტარტაპერებისთვის ხელსაყრელ გარემოს შექმნის.

Space ერთ-ერთ გერმანულ ბანკთან პარტნიორობით, მომხმარებელს ყოველდღიურ საბანკო პროდუქტებთან და სერვისებთან ერთად,დაკრედიტებას, ფულად გზავნილებს, საერთაშორისო კომუნალურ გადახდებს შესთავაზებს. სფეისის მომსახურების მიღება სხვადასხვა ენაზე იქნება შესაძლებელი.

ციფრული ბანკი გერმანიის ბაზარზე 2020 წლის მე-2 გამოჩნდება და ძირითადად გერმანიაში მცხოვრებ ქართველებზეა ფოკუსირებული. ჯგუფს საერთაშორისო ბაზარზე შესვლა 4 მილიონი ლარი იქნება.

გერმანიის ბაზარზე გასვლამდე, Space და პარტნიორი ბანკი გერმანული მარეგულირებლის მოთხოვნების შესრულებას უზრუნველყოფენ. გერმანის შემდეგ  Space სხვა ევროპული ბაზრების შესაძლებლობებსა და ქართველი მომხმარებლების საჭიროებებს შეისწავლის. როგორც იცით აღნიშნული პლატფორმით თიბისი უზბეკეთის ბაზარზე უკვე წარმოდგენილია. პირველადი საბანკო ლიცენზია გააჩნია.

სფეისის ინოვაციური პროდუქტები და სერვისების მოიცავს:

  • ნებისმიერი ბანკის ბარათის ერთ აპლიკაციაში მიბმის საშუალებას;
  •       სხვადასხვა ბანკის ბარათებს შორის 24/7 მომენტალურ გადარიცხვებს;
  • სრულად დისტანციურ სამომხმარებლო სესხს;
  • კომუნალურ გადახდებს საკომისიოს გარეშე;
  • VISA-ს სადებეტო ბარათს სხვადასხვა სარგებლით;
  • მოქნილ ანაბრებს სხვადასხვა მიზნისთვის;
  • უნიკალურ ლოიალობის პროგრამას;
  • სრულად ონლაინ განვადებას პარტნიორ მაღაზიებში.

სფეისის ბეტა ვერსია საქართველოში 2018 წლის მაისში გაეშვა. 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, მან 181 000 მომხმარებელი მოიზიდა, სფეისის სასესხო პორტფელში 27 მლნ -ია.

შემთხვევითი სიახლე

ცენტრალური გათბობის სისტემის დანერგვის ხელშეწყობისთვის სემეკმა რეგულაცია შეიმუშავა

მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში ცენტრალური გათბობის სისტემის დანერგვისა და განახლებადი ენერგიის გამოყენების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ენერგეტიკისა …