თბილისი (BPI) – აქ.ახლა, მთელი საქართველოს მასშტაბით, თიბისი ფეი სწრაფი გადახდის აპარატებიდან თიბისის ნებისმიერ ანგარიშზე (ფიზიკური პირები) თანხის შეტანის საკომისიო გადასახადს სრულად აუქმებს. გადაწყვეტილება კომპანიამ მომხმარებლის ცხოვრების გასამარტივებლად მიიღო.
სიახლე თიბისის ნებისმიერ ფილიალში, ასევე, გარე ლოკაციაზე განთავსებულ თიბისის სწრაფი გადახდის ტერმინალებს შეეხება. ამ დრომდე, მომხმარებელს 1 ლარიანი საკომისიო გადასახადი ფილიალის გარეთ განთავსებული აპარატებით სარგებლობის დროს, თიბისის ანგარიშზე თანხის შეტანისას ერიცხებოდა.
„თიბისი მომხმარებელზე ორიენტირებული კომპანიაა. ჩვენი სტრატეგიაა ისეთი ციფრული სერვისები და პროდუქტები შევქმნათ, რომლებიც მომხმარებლებს ბანკთან ურთიერთობას გაუმარტივებს და დაუზოგავს დროს. არსებული გამოწვევის ფონზე, თიბისი მაქსიმალურად ცდილობს კიდევ უფრო წაახალისოს მომხმარებლები, ისარგებლონ ციფრული პროდუქტებით/სერვისებით და დისტანციურად, ფილიალში მისვლის გარეშე განახორციელონ სასურველი საბანკო ოპერაცია. საკომისიო გადასახადის გაუქმებაც ამ სტრატეგიის ნაწილია“, – ნიკა ქურდიანი, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე.
თიბისის სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალებზე ახალი პირობებით სარგებლობას მომხმარებლები უკვე დღეიდან შეძლებენ.