თიბისი ტურიზმის ინდუსტრიაში დასაქმებულ კლიენტებს მხარდაჭერას უცხადებს

თბილისი (BPI) – თიბისი ტურიზმის ინდუსტრიაში დასაქმებულების ინდივიდუალურ მხარდაჭერაზე აცხადებს

“თიბისი ეხმაურება რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილებას საქართველოში 8 ივლისიდან რუსული ავიაკომპანიების ფრენების აკრძალვასთან დაკავშირებით, რაც შეიძლება მოკლევადიან პერპექტივაში უარყოფითად აისახოს ტურიზმში მომუშავე ქართული კომპანიების საქმიანობაზე.

თიბისი მზად არის თითოეულ კლიენტთან და პარტნიორთან, რომელიც ტურიზმის ინდუსტრიაში საქმიანობს, ინდივიდუალურად იმუშაოს და მათ საჭიროების მიხედვით მხადაჭერა გაუწიოს.

შესაბამისი შეხვედრები ბანკში ორშაბათიდან, 24 ივნისიდან დაიწყება”, – ნათქვამია განცხადებაში.

შემთხვევითი სიახლე

დეველოპერულმა კომპანია არქი – Archi-მ, ილია და თენგო წულაიებმა, სამტრედიაში მცხოვრებ გოგიტა ჩერქეზიას მრავალშვილიან, სოციალურად დაუცველ …