თიბისი სტარტაპერ თანამშრომლებს დააფინანსებს

თბილისი (BPI) – თიბისი თანამშრომლებისთვის უპრეცედენტო, ინოვაციური პროექტის  – სტარტაპ-დეკრეტას იწყებს.
პროექტის ფარგლებში, თიბისის თანამშრომლები შეძლებენ საკუთარი ბიზნესიდეის რეალობად ქცევას. ამისათვის, თიბისი მათ 6 თვიან დეკრეტულ შვებულებას სრულად აუნაზღაურებს და შესაძლებლობას მისცემს, სტარტაპიდეა განავითარონ და რეალურ ბიზნესად აქციონ.  გარდა ამისა, თიბისელები ავტომატურად ჩაერთვებიან პროგრამა სტარტაპერში და არაფინანსური და ფინანსური სერვისებით სარგებლობას განსაკურებული პირობებითა და შეღავათებით შეძლებენ.

სტარტაპ-დეკრეტის ფარგლებში, თიბისელები საკუთარ ბიზნესიდეებს სპეციალურად პროექტისთვის შერჩეულ ჟიურის წევრებს წარუდგენენ, რის შემდეგაც ჟიური საუკეთესო იდეების ავტორებს გამოავლენს. ბიზნესიდეა უნდა იყოს ინოვაციური, ნებისმიერ სფეროსთან დაკავშირებული, გარდა სტანდარტული ვაჭრობისა. უპირატესობა მიენიჭება ტექნოლოგიურ იდეებს.

„სტარტაპ-დეკრეტი უნიკალური და ინოვაციური პროექტია, რომელსაც ანალოგი არ აქვს. თიბისის მისიაა ციფრული ტექნოლოგიების განვითარება და ეს პროექტიც გარკვეულწილად ამის გამოძახილია. გვინდა, თიბისელებს შესაძლებლობა ჰქოდეთ, განავითარონ საკუთარი იდეები და რეალურ ბიზნესებად აქციონ ისინი. ამ ინიციატივით ქვეყანაში სტარტაპების განვითარებისთვის კიდევ ერთი ნაბიჯს ვდგამთ და ვაფიქსირებთ, რომ თიბისი საუკეთესო დამსაქმებელი ორგანიზაციაა. პროექტი სტარტაპ-დეკრეტი უნიკალური და არასტანდარტული მიდგომაა როგორც თანამშრომლების, ისე სტარტაპერების მხარდასაჭერად“,  –  ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი. სტარტაპ-დეკრეტის პირველ 10 გამარჯვებულს თიბისი სექტემბერში გამოავლენს.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …