თიბისი მომხმარებელს დისტანციური მომსახურებით სარგებლობას ურჩევს

თბილისი (BPI) – თიბისი მომხმარებლებს ურჩევს, დისტანციურად შეასრულონ საბანკო ოპერაციები.

თიბისის ტრანზაქციების 95% ფილიალში მისვლის გარეშე ხორციელდება.  შესაბამისად, ბანკს აქვს რესურსი მომხმარებელს ონლაინარხების საშუალებით სრულყოფილი მომსახურება გაუწიოს.

თიბისის დისტანციური არხების – მობაილ და ინტერნეტბანკის დახმარებით შესაძლებელია  სწრაფად და მარტივად შემდეგი ტრანზაქციების განხორციელება:

– თანხის გადარიცხვა ანგარიშის ან მობილურის ნომრით;

–  კომუნალური გადასახადების გადახდა სახლიდან გაუსვლელად;

– საბანკო ბარათის შეკვეთა ან განახლება  და ნაღდი ფულის გამოყენების გარეშე გადახდა;

– ბარათის პინ-კოდის აღდგენა;

– ბარათის დაბლოკვა ან ბლოკის მოხსნა;

–  საპატრულო და პარკინგის ჯარიმების გადახდა;

– უცხოურ ვალუტაში თანხის კონვერტირება საუკეთესო კურსით;

– სესხის აღება ან დეპოზიტის გახსნა.

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა „თელასი“ სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) საჯარო სხდომაზე სს „თელასი“ სალიცენზიო პირობებისა და …