თიბისი ლიზინგს ავტოსესხზე 40%-მდე ფასდაკლება აქვს

თბილისი (BPI) – “თიბისი ლიზინგმა” ახალი პროდუქტი გამოიტანა – Trade-In. მომხმარებელი  ავტოცენტრებში აბარებს ძველს  და გაჰყავს ახალი. ჩასაბარებელი  ავტომობილის გამოშვების თარიღია –  ≥ 2006  წელი..

მომხმარებელს შეუძლია მიიღოს ახალი ავტომობილისათვის დაფინანსება და ისარგებლოს სტანდარტულ ავტოსესხზე 30-40%-ით ნაკლები ყოველთვიური შენატანის პირობებით.

Trade-in-ით სარგებლობა შეუძლიათ როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს. პროცედურების გავლა და პროდუქტით სარგებლობის დაწყება შესაძლებელია ერთ დღეში.

Trade-In- განაცხადა online -ც ივსება.

შემთხვევითი სიახლე

წყალმომარაგების სექტორში მეტი ინვესტიცია ნიშნავს შემცირებულ ავარიულ გათიშვებსა და მოწესრიგებულ ინფრასტრუქტურას – დავით ნარმანია

სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეკონომიკური ფორუმის 31-ე პანელურ დისკუსიაში – „წყლის რესურსები …