თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისათვის დეველოპერულ კომპანია “ანაგი დეველოპმენტს” სპეციალური შეთავაზება აქვს

თბილისი (BPI) – თიბისი 2017 წლიდან სამშენებლო კომპანია – „ანაგის“ სტრატეგიული პარტნიორია და ეს თანამშრომლობა დეველოპმენტის მიმართულებითაც გრძელდება. თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს დეველოპერული კომპანია – „ანაგი დეველოპმენტი“ განსაკუთრებულ პირობას სთავაზობს.

თიბისი კონცეპტისა და ანაგი დეველოპმენტის ერთობლივი შეთავაზების ფარგლებში, მომხმარებლებს პარკ ჰოუმ ვაკესა და პარკ ჰოუმ საბურთალოს პროექტებში ბინის შეძენისას ეძლევათ განსაკუთრებული შესაძლებლობა ისარგებლონ სპეციალური პირობებით იპოთეკურ სესხზე:

· პირველადი შენატანი – 0%

· უზრუნველყოფა – მხოლოდ შესაძენი უძრავი ქონება

· ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი, ლარში, მშენებლობის დასრულებამდე – 7.5%

o დარჩენილ ვადაზე რეფინ. განაკვეთს + 3,3%

o ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 11,41%-დან

· სესხის ვადა – 180 თვე

შეთავაზებით სარგებლობა შესაძლებელია 2021 წლის 1 ივნისამდე.

პარკ ჰოუმ ვაკე აერთიანებს:

· საბავშვო და სპორტულ მოედნებს

· ფიტნეს დარბაზსა და 25 მეტრიან აუზს

· პარკინგს

· ლობის კონსიერჟის მომსახურებით

· 2 ჰა ფართობის პარკს

პარკ ჰოუმ ვაკე ჭავჭავაძის გამზირიდან 200 მეტრითაა დაშორებული და 3 დამოუკიდებელ შენობას აერთიანებს. ბინების ფართი იწყება 44 კვ.მ-დან და ბარდება „კომფორტ სტანდარტ +“ კონდიციით, რაც გულისხმობს ბინის კოსმეტიკურ რემონტამდე მიყვანილ მდგომარეობას, გათბობისა და კონდიცირების სრული სისტემით და ჭკვიანი სახლის ელემენტებით.

მშენებლობა დასრულდება 2022 წლის ივლისში.

პარკ ჰოუმ საბურთალო აერთიანებს:

· კომერციულ და გასართობ ობიექტებს

· სპორტულ და საბავშვო მოედნებს

· ორ აუზს

· ფიტნეს დარბაზს

· 6000 კვ.მ-ის ფართის რეკრეაციულ ზონას

პარკ ჰოუმ საბურთალო პრემიუმ კლასის ახალი საცხოვრებელი კომპლექსია, რომელიც გაზაფხულის ქუჩაზე, მეტრო დელისიდან მხოლოდ 300 მეტრის დაშორებით მდებარეობს. ბინების მინიმალური ფართი იწყება 42 კვ.მ-დან ,ბარდება სრული რემონტით, სამზარეულოს ავეჯით, ჩაშენებული ღუმელით, გამწოვითა და გაზის კომბინირებული ზედაპირით.

მშენებლობა დასრულდება 2023 წლის სექტემბერში.

„ანაგი დეველოპმენტი“ 30 წლიანი წარმატებული ისტორიის მქონე უმსხვილესი სამშენებლო კომპანია ანაგის ახალი მიმართულებაა, რომლის პრიორიტეტი არ არის რაოდენობა და მასშტაბი. კომპანიის მიზანია თქვას ახალი სიტყვა დეველოპმენტში პროექტების ხარისხით და გამორჩეული კონცეფციით, რაც გულისხმობს საკუთარ სარეკრეაციო სივრცეს, ჯანსაღი ცხოვრებისთვის აუცილებელ ინფრასტრუქტურას და უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტით აღჭურვილ საცხოვრებელ გარემოს. სამშენებლო კომპანია „ანაგი“ 30 წლის წინ დაარსდა და დღეისათვის კომპანიაში 1500-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. თიბისისა და „ანაგს“ ერთობლივად 11-მდე პროექტი აქვთ განხორციელებული.

თიბისი კონცეპტის ყველა დეველოპერული შეთავაზების ნახვა შესაძლებელია

 

შემთხვევითი სიახლე

სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მრავალეროვნულ საზღვაო სწავლებაში – Phoenix Express 2024 მონაწილეობა პირველად მიიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალების ევროპისა …