თიბისი კლიენტებს სესხზე 3-თვიან საშეღავათო პერიოდს სთავაზობს

თბილისი (BPI) – თიბისი ბანკი ყველა ფიზიკურ პირს, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნეს მსესხებელს და ასევე ყველა ბიზნესს, რომელიც ტურისტულ, კვების და ისეთ ინდუსტრიაში საქმიანობს, რომელიც საზოგადოებრივი თავშეყრით ხასიათდება, სესხების შენატანზე სამთვიანი საშეღავათო პერიოდს სთავაზობს.

ბანკის ცნობით, საშეღავათო პერიოდი შეეხება სესხის როგორც ძირს, ისე პროცენტს.

ბაბკში ამბობენ, რომ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ამ ნაბიჯით თიბისი უმარტივებს ადამიანებს და ბიზნესებს ცხოვრებას.

დეტალურ ინფორმაციას სესხების გადავადებასთან დაკავშირებით მომხმარებლები ინდივიდუალურად მიიღებენ.

შემთხვევითი სიახლე

გერმანიაში მეორადი ნივთების გაყიდვების ბუმია – სტერეოტიპების მსხვრევა და ეკონომიკური ტრენდები

გერმანიაში მეორადი მოხმარების ნივთების ბაზარი რეკორდულ ზრდას აჩვენებს და სულ უფრო პოპულარული ხდება მოსახლეობის ყველა …