თიბისი დაზღვევის სამედიცინო მომსახურება სახლიდან გაუსვლელად

თბილისი (BPI) – თიბისი დაზღვევა – ყველაზე ინოვაციური და ციფრული დაზღვევა საქართველოს ბაზარზე, მომხარებელს დისტანციურ სამედიცინო მომსახურებას სთავაზობს.

  • ვიდეო/აუდიო კონსულტაცია ოჯახის ექიმთან:

ოჯახის ექიმთან დისტანციური კონსულტაციისთვის უნდა ჩამოტვირთოთ REDMED – ის აპლიკაცია, რომელიც სამედიცინო სერვისების პირველი ციფრული პლატფორმაა საქართველოში. REDMED-ის დახმარებით შეგიძლიათ ექიმის მომსახურება სასურველი ფორმით მიიღო: გაიაროთ ვიდეო/აუდიო კონსულტაცია თიბისი დაზღვევის ოჯახის ექიმთან ან ექიმი სახლში გამოიძახოთ. თიბისი დაზღვევის ოჯახის ექიმის კონსულტაცია დაზღვეულებისთვის უფასოა, სხვა პროფილის ექიმის სახლში გამოძახების სერვისით სარგებლობის შემთვევაში კი ანაზღაურება მარტივად მოხდება. გადახდების დოკუმენტაცია Facebook Messanger -ში, ბიბოტის დახმარებით უნდა გამოაგზავნოთ, ან on.tbcinsurance.ge-ზე ატვირთოთ.

  • ლექტრონული მიმართვა ამბულატორიულ მომსახურებებზე 12 პროვაიდერ კლინიკაში:

ატვირთეთ ექიმის დანიშნულება და ფორმა #100  მეილზე –online@tbcinsurance.ge და თქვენი მიმართვა გადაიგზავნება ჩამოთვლილი კლინიკებიდან სასურველში: ავერსისკლინიკა, თოდუასცენტრი, მეგალაბი, ციტო,მრჩეველი, გაგუასკლინიკა, წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიანი კლინიკური სავადმყოფო, გიდმედი, ახალიმზერა, Family Clinic,  თბილისის გულისა და სისხლძარღვთაკლინიკა, მაღალტექნოლოგიურიკლინიკამედცენტრი (ბათუმი).

  • ელექტრონული მიმართვა მედიკამენტებზე:

ქრონიკული მოხმარებისა და ასევე ოჯახის ექიმის მიერ დანიშნულ მედიკამენტებზე თქვენთვის გამოიწერება ელექტრონული მიმართვა. ამისთვის საჭიროაოჯახის ექიმთან ისტორია გქონდეთ გახსნილი. მოთხოვნისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე -(032) 2 42 11 11

  • საგარანტიო წერილის მოთხოვნა:

წერილის მოთხოვნისთვის მოგვწერეთ მეილზე -on.tbcinsurance.ge

  • ანაზღაურება:

ანაზღაურების მიღება შეგიძლიათ ვებ-გვერდზე -on.tbcinsurance.ge. ასევე Facebook Messenger-ში,  b bot-ისდახმარებით. 500 ლარამდე თანხა 1 სამუშაო დღეში, 500 ლარზე ზემოთ კი 3 სამუშაო დღეში აგინაზღაურდებათ. სტომატოლოგიური მომსახურების ანაზღაურება 3 სამუშაო დღეში მოხდება.

შემთხვევითი სიახლე

სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მრავალეროვნულ საზღვაო სწავლებაში – Phoenix Express 2024 მონაწილეობა პირველად მიიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალების ევროპისა …