თიბისი ბიზნესი GAU-ს სტუდენტებს სტარტაპკურსს ჩაუტარებს

თბილისი (BPI) – თიბისი ბიზნესის ორგანიზებით, ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში 8 კვირიანი სასწავლო კურსი ჩატარდება. კურსი სტარტაპის განვითარების საწყის ფაზას შეეხება – იდეის გაჩენიდან ინვესტორებთან წარსადგენი ე.წ. pitch მომზადებამდე. კურსის მიზანია სტუდენტებში სტარტაპ კულტურის დამკვიდრება.  

ლექციებს, ძირითადად, თიბისის თანამშრომლებისგან შემდგარი სპიკერების გუნდი წაიკითხავს. კურსის მონაწილე სტუდენტები ინდივიდუალურად მიიღებენ რჩევებს და რეკომენდაციებს, პირადად გაიცნობენ ამ სფეროში წარმატებულ ადამიანებს, კურსის ბოლო, კი, ჩატარდება პრეზენტაციები და გამარჯვებული გუნდის წევრები მათთვის სასურველი მიმართულებით თიბისიში 6 თვიან სტაჟირებას გაივლიან.

„სტარტაპკურსი GAU-ში უკვე მეორედ ტარდება და მას თავიდანვე დიდი დაინტერესება მოჰყვა სტუდენტების მხრიდან. ჩვენს უნივერსიტეტში დიდი ყურადღება ექცევა ანტრეპრენიორობის წახალისებას, თიბისისთან სწორედ ამ კუთხით ვიპოვეთ გადაკვეთა. ეს კოლაბორაცია სტუდენტებში იდეების კულტივაციას უწყობს ხელს და მათგან ძალიან საინტერესო პროექტებს ვიღებთ,“ნატო ტორონჯაძე, GAU-ს ბიზნესის სკოლის ვიცე-დეკანი.

28 აპრილს, 15.00 საათზე ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში ჩატარდება ღია კარის დღე და დაიწყება კურსზე რეგისტრაცია.

სტარტაპკურსი პირველად 2018 წელს ჩატარდა, 2020 წელს კოვიდ სიტუაციის გამო კურსები არ გამართულა. თიბისი ბიზნესის მიზანია, რაც შეიძლება მეტი სტუდენტი დააინტერესოს სტარტაპ კულტურით.

 

 

 

შემთხვევითი სიახლე

ADB-ის მიერ ფინანსური რესურსის ადგილობრივ ვალუტაში გამოყოფა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის მხრიდან საქართველოს ეკონომიკისადმი მაღალი ნდობის ხარისხზე მიუთითებს – ლაშა ხუციშვილი

ადგილობრივ ვალუტაში გამოყოფა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის მხრიდან საქართველოს ეკონომიკისადმი მაღალი ნდობის ხარისხზე მიუთითებს და ჩვენი …