თიბისი ბიზნესებს ონლაინ გადახდის ახალ და ყველაზე მარტივ სისტემას სთავაზობს

თბილისი (BPI) – ბიზნესების ონლაინ ვაჭრობაზე გადასვლის წასახალისებლად, თიბისი VISA-სთან ერთად ონლაინ გადახდების ახალ სისტემას – „თიბისი ელ.კომერციას“ და სპეციალურ სამოტიცავიო პროგრამას ქმნის.

„თიბისი ელ.კომერცია“ გადახდის სისტემაა, რომელიც ერთი მხრივ, ონლიან მაღაზიაში გადახდის პროცესს მომხმარებლისთვის სწრაფს, უსაფრთხოს და მარტივს ხდის, მეორე მხრივ კი, ბიზნესებს გადახდების ინტეგრაციას და ონლაინ ტრანზაქციების მართვას უმარტივებს.

„თიბისი ელ.კომერციით“ ბიზნესებს შესაძლებლობა აქვთ, საკუთარ ონლაინ მაღაზიაში მომხმარებელს გადახდის მრვალფეროვანი მეთოდები შესთავაზონ.

მათ შორის, გადახდა შესაძლებელია:

· ბარათით

· თიბისის ინტერნეტ ბანკში ავტორიზაციით

· თიბისის მობაილბანკით – QR კოდით

· Apple Pay-თ

· ერთგული ქულებით

· ონლაინ განვადებით

„თიბისი ელ.კომერციის“ ონლაინ მაღაზიაში გააქტიურება მარტივად, დეველოპერის ჩარევის გარეშეა შესაძლებელი. ონლაინ მაღაზიაში განხორციელებულ ყოველდღიურ ტრანზაქციებს კი ბიზნესის წარმომადგენელი მარტივად მართავს, მისთვის სპეციალურად გამოყოფილ ონლაინ სივრცეში.

სიახლის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ბმულზე:

ამასთან ერთად, გრძელდება თიბისის და VISA-ს ერთობლივი პროექტი – „შექმენი საკუთარი ონლაინ მაღაზია“, რომლის ფარგლებში კომპანიებს საკუთარი, სრულად გამართული ონლაინ მაღაზიის პლატფორმის შექმნა და პროდუქციის მთელი საქართველოს მასშტაბით გაყიდვა შეუძლიათ. კომპანიები უფასოდ მიიღებენ ფოტოგრაფის მომსახურებას, ასევე, ვებ-გვერდზე ონლაინ გადახდის სისტემის – „თიბისი ელ.კომერციის“ და მიტანის სერვისის ჩაშენებას.

პროგრამის ფარგლებში, ბიზნესები 6 თვით თავისუფლდებიან ვებ-გვერდის ყოველთვიური მომსახურების გადასახადისგან, ხოლო „თიბისი ელ.კომერციით“ 2 თვით საკომისიო (შევსებადი) გადასახადის გარეშე ისარგებლებენ.

 

შემთხვევითი სიახლე

სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მრავალეროვნულ საზღვაო სწავლებაში – Phoenix Express 2024 მონაწილეობა პირველად მიიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალების ევროპისა …