თიბისი ბანკი წლიურ ანგარიშს დიპლომატიურ კორპუსს გააცნობს

თბილისი (BPI) 27 თებერვალს, 17:30 საათზე, სასტუმროში – ვინდამ გრანდ თბილისი“ (გუდიაშვილის N 3) თიბისი ბანკი წლიურ ანგარიშს წარადგენს.

შეხვედრას მთავრობის, დიპლომატიური კორპუსისა და 250-მდე ბიზნესის წარმომადგენელი დაესწრება.

ღონისძიებას თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი – ვახტანგ ბუცხრიკიძე, მისი მოადგილეები – ნიკოლოზ ქურდიანი და გიორგი თხელიძე, ასევე ბანკის მთავარი ეკონომისტი – ოთარ ნადარაია გაუძღვებიან.

გამომსვლელები თიბისის ხედვასა და სტრატეგიაზე, მცირე და საშუალო ბიზნესისა და ეკოსისტემების განვითარებაზე, ასევე კორპორატიული და საინვესტიციო საბანკო ბიზნესის მიღწევებსა და მაკროეკონომიკურ გარემოზე ისაუბრებენ.

 

 

 

 

 

შემთხვევითი სიახლე

გერმანიაში მეორადი ნივთების გაყიდვების ბუმია – სტერეოტიპების მსხვრევა და ეკონომიკური ტრენდები

გერმანიაში მეორადი მოხმარების ნივთების ბაზარი რეკორდულ ზრდას აჩვენებს და სულ უფრო პოპულარული ხდება მოსახლეობის ყველა …