თიბისი ბანკის აქციონერებს და კლიენტებს წარმატებული წელი მიულოცა

თბილისი (BPI) [- “თიბისი სისტემური ბანკია. ქვეყნის მაკროეკონომიკურ სტაბილურობაში თი ბი სის აქვს ძალიან მნიშნელოვანი როლი, ისევე როგორც მთლიანად საბანკო სისტემას, სინერგიას ეფექტური თანამშრომლობის, სახელმწიფოს, რეგულატორსა და საბანკო სისტემას შორის. ეს არის ჩვენი მიზანი. შეიძლება სახელმწიფო უფრო მეტ სოციალურ პასუხისმგებლობას ელოდებოდეს ბიზნესისგან და მათ შორის საბანკო ბიზნესისგან. უფრო დაინტერესებული ვიყოთ იმაში, რომ არა მხოლოდ საბანკო სისტემა, არამედ საერთოდ ფინანსური სექტორი იყოს უფრო განვითარებული. ყველაფერს თავისი დრო აქვს. მთავარია, რომ ჩვენ გვაქვს კარგი, ასეთი დაბალანსებული თანამშრომლობა და ვთვლი, რომ ის ბალანსი, რომელსაც ჩვენ ბოლო პერიოდში მივაღწიეთ, განსაკუთრებით სახელმწიფოსა და საბანკო სექტორს შორის, არის საფუძველი იმისთვის, რომ 2020 წელი თიბისი-სთვის და მთლიანად საბანკო სექტორისთვის იყოს კიდევ უფრო წარმატებული“, –  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, თიბისი ბანკის წლიური ანგარიშის წარდგენის შეემდეგ.

გიორგი გახარიას თქმით  საბანკო სექტორისთვის 2019 წელი საინტერესო და შედეგიანი იყო.

„ჩვენ ამას მხოლოდ მივესალმებით და სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საბანკო სექტორი, როგორც ამ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური ფუნდამენტი, ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წყარო იყოს ძლიერი და  განვითარებული. რა თქმა უნდა, ჩვენ გარკვეულ ეტაპზე ყოველთვის ღიად ვსაუბრობთ იმასაც, რომ არის სოციალური პასუხისმგებლობის გარკვეული მომენტები, რომლებიც ჩვენ ერთად უნდა გავინაწილოთ. აქციონერებს, კლიენტებსა და თანამშრომლებს გილოცავთ წარმატებულ წელს და გისურვებთ, რომ 2020 წელი იყოს კიდევ უფრო შთამბეჭდავი“, –  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …