თიბისის სტარტაპერი ფესტივალის “გაუსინჯე თბილისს გემო” მხარდამჭერია

თბილისი (BPI) – 5 და 6 ივნისს მუშთაიდის პარკი კერძების სურნელით აივსო. ფესტივალის “Taste Tbilisi • გაუსინჯე თბილისს გემო” ორგანიზატორების მიერ შერჩეული კვების ობიექტებისა თუ ახლადგახნილი რესტორნების მზარეულებმა იქ მისულ ადამიანებს ე.წ. „სტრიტ ფუდის“ განსაკუთრებული გემო შესთავაზეს.

ფესტივალში სხვა კომპანიებთან ერთად მონაწილეობას იღებდნენ პროგრამა სტარტაპერის მონაწილე რესტორნები, კაფეები და სხვა სახის კვების ობიექტები; ასევე, ხელნაკეტი ნივთების მწარმოებელი სტარტაპები. ამ ნაბიჯით თიბისიმ მხარდაჭერა გამოუცხადა ადგილობრივ ბიზნესს, სტარტაპებს, მცირე და საშუალო მეწარმეებს და ფესტივალ “Taste Tbilisi • გაუსინჯე თბილისს გემო” -ს.

თიბისი როგორც მომხმარებლებისთვის, ასევე ბიზნესებისთვის ცხოვრების გამარტივების მიზნით ფესტივალის მონაწილეებს უნაღდო ანაგარიშწორებას სთავაზობდა.

ფესტივალის მთავარი მიზანი ახალი გემოების აღმოჩენა გრძელდება, თბილისისთვის გემოს გასინჯვა მომდევნო შაბათ-კვირასაც შეგეძლებათ.

 

 

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა 4 თვეში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს უსაფუძვლოდ დარიცხული 120 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 2026 წლის იანვარიდან აპრილის ჩათვლით ელექტროენერგიის, ბუნებრივი …