თიბისის საშეღავათო პერიოდი განვადებებსაც ეხება

თბილისი (BPI) – თიბისის ბანკის მიერ გამოცხადებული 3-თვიანი საშეღავათო პერიოდი განვადებებსაც ეხება.

ბანკის გენერალური დირექტორის თქმით, ბანკმა მთავრობასთან შეთანხმებით მიიღო გადაწყვეტილება ფიზიკურ პირებს, მიკრო ბიზნესის წარმომადგენლებს და მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებს, რომლებსაც გააჩნიათ ისეთი ბიზნესები, რომლებიც დაკავშირებულია საზოგადოებრივ შეკრების ადგილებთან, ყველას შევთავაზოთ სამ თვიანი საშეღავათო პერიოდი.

შეღავათი ვრცელდება როგორც პროცენტზე, ასევე ძირ თანხაზე.

როგორც ბუცხრიკიძემ განმარტა, ბანკის შეთავაზება პროცენტის შეცვლას არ გულისხმობს.

„მაგალითად, თუ ფიზიკური პირი ყოველ თვე იხდიდა 100 ლარს, სამი  თვის განმავლობაში მოუწევდა 300 ლარის გადახდა, ჩვენ ვთავაზობთ, რომ სამი თვის განმავლობაში შეუძლია, ეს 300 ლარი არ გადაიხადოს და შემდეგ გადავუნაწილოთ მომავალ პერიოდზე“, – განაცხადა ბანკის გენერალურმა დირექტორმა.

შემთხვევითი სიახლე

ცენტრალური გათბობის სისტემის დანერგვის ხელშეწყობისთვის სემეკმა რეგულაცია შეიმუშავა

მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში ცენტრალური გათბობის სისტემის დანერგვისა და განახლებადი ენერგიის გამოყენების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ენერგეტიკისა …