თიბისის პროექტი “სტარტაპ დეკრეტის” გამარჯვებული გუნდის ვინაობა ცნობილია

თბილისი (BPI) – თიბისის მიერ თანამშრომლებისთვის წამოწყებული პროექტის, „სტარტაპ დეკრეტის“ მეორე ტალღის გამარჯვებული გუნდი, „იდეა კურსი“ გახდა. ჟიურის გადაწყვეტილებით, ფინალში გასული 5 გუნდიდან საუკეთესო სტარტაპ-იდეის ავტორები თიბისელები – მარიამ აბულაძე, მარიშა გოგოლაური და მარიამ ცანავა გახდნენ.

„იდეაკურსის“ სტარტაპ იდეა ისეთი ონლაინ პლატფორმის შექმნაა, რომელიც განათლების მიღების/თვითგანვითარების მსურველ ადამიანებს მასწავლებლებთან და კურსების შემქმნელებთან დააკავშირებს.

„სტარტაპ დეკრეტის“ პროექტში გამარჯვებულ თიბისელებს შესაძლებლობა აქვთ, მათთის ხელსაყრელ დროს ისარგებლონ 6 თვიანი სრულად ანაზღაურებადი დეკრეტით და საკუთარი ბიზნესიდეა რეალობად აქციონ. გარდა ამისა, ისინი ავტომატურად ჩაერთვებიან პროგრამა „სტარტაპერში“ და არაფინანსური და ფინანსური სერვისებით სარგებლობას განსაკუთრებული პირობებითა და შეღავათებით შეძლებენ.

„განათლების მიღების მოთხოვნის ზრდასთან ერთად, გაიზარდა სხვადასხვა კურსისა თუ კლასის რაოდენობა. უკვე დიდი არჩევანია პროგრამირების, მარკეტინგის, ჩინურის შემსწავლელი თუ სხვა კურსების მიმართულებით, რაც რამდენიმე წლის წინ იშვიათობა იყო. თუმცა, არ არსებობს ერთიანი სისტემა, სადაც დაინტერესებული პირი ყველა არსებულ შეთავაზებას, ხოლო კურსის ავტორი საკუთარ თავს დაინტერესებულ პირებს გააცნობს. „იდეაკურსი“ სწორედ ის საერთო პლატფორმაა, რომელიც მოსახერხებელი იქნება მომხმარებლისთვის, მისთვის საინტერესო კურსის მოსაძიებლად, ლოკაციის, ფასის, შეფასების შესადრებლად/შესარჩევად, ხოლო კურსების ავტორებისთვის – ახალი შესაძლებლობაა, მისწვდნენ დიდ აუდიტორიას და თავი აარიდონ ყველა ტექნიკურ დეტალს, რაც კურსის ცნობადობის გაზრდას სჭირდება“, – მარიამ აბულაძე, „სტარტაპ დეკრეტის“ გამარჯვებული.

„სტარტაპ დეკრეტი“, რომელიც თიბისიმ ორი წლის წინ წამოიწყო, ინოვაციური პროექტია, რომელსაც ანალოგი არ აქვს ქვეყანაში. პროექტი უნიკალური და არასტანდარტული მიდგომაა, როგორც თანამშრომლების, ისე სტარტაპერების მხარდასაჭერად.

პროექტში წელს მონაწილეობა 14-მა თიბისელმა მიიღო. მათ საკუთარ ბიზნესიდეები სპეციალურად შერჩეულ ჟიურის წევრებს წარუდგინეს, რის შემდეგაც ჟიურიმ საუკეთესო იდეების ავტორები გამოავლინა. პროექტში მონაწილეობისთვის, წარდგენილი ბიზნესიდეა ტექნოლოგიური/ინოვაციური უნდა ყოფილიყო.

„სტარტაპ დეკრეტის“ რამდენიმე გამარჯვებულმა კუთვნილი დეკრეტით უკვე ისარგებლა და დრო საკუთარი ბიზნესისიდეის განვითარებას და მის რეალობად ქცევას მოახმარა. პროექტი გრძელდება, მომდევნო გამარჯვებულებს თიბისი ისევ სექტემბერში გამოავლენს.

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობით მონაწილეებმა საშუალოდ 400 000 ლარი დაზოგეს – დავით ნარმანია

კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ III საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების …