თბილისი (BPI) – ლონდონის საფონდო ბირჟაზე (LSE) თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები, სასესიო კვირას GBP 13.20 – 14.14-ად ივაჭრებოდა.
ვაჭრობის მოცულობამ 215 000 -ს გადააჭარბა, ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიურმა ვაჭრობამ 40 000 შეადგინა.
აქციების ტრენდი კვირის და თვის ჭრილში:
| w/w | m/m | ||
| ±% | ±% | ||
| 1 | BGEO | +2.54 | +9.30 | 
| 2 | CGEO | -2.56 | უცვლელი | 
| 3 | TBC | -1.48 | +7.26 | 
| 4 | GHG | უცვლელი | -11.76 | 
წყარო: G&T
ქართული კომპანიების კაპიტალიზაცია გასულ კვირას 2.049 მლრდ ფუნტი იყო, მაჩვენებელი წინა პერიოდთან შედარებით გაუმჯობესებულია. აქედან 727,2 მლნ ფუნტი საქართველოს ბანკის ჯგუფის კაპიტალიზაციაა, საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის – 351,5 მლნ ფუნტი, Georgia Capital-ის – 237 მლნ ფუნტი.
Business Political Insights BPI.GE