თიბისის ემისიამ ბაზრის მოცულობა 88%-ით გაზარდა

თბილისი (BPI) – თიბისიმ $300 მლნ-ის 3 წლიანი ობლიგაციები ერთდროულად განთავსდა  საფონდო ბირჟასა (Euronext Dublin) და საქართველოს საფონდო ბირჟაზე  (სსბ) A კატეგორიის ლისტინგში განათავსა. 5.75%-ად –  ქართულ ევროობლიგაციებზე ყველაზე დაბალი პროცენტია.

“ეს განთავსება არის უპრეცედენტო შემთხვევა, სსბ-ის  ასევე ქართული საბანკო სექტორის ისტორიაში. ტრანზაქცია მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ქართული კაპიტალის ბაზრისთვის და საჯაროდ განთავსებული კორპორაციული ფასიანი ქაღალდების ბაზრის მოცულობას 88% -ით ზრდის“, – განაცხადა თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ გიორგი თხელიძემ,

 თიბისის ემისია სსბ-ზე ყველაზე მოცულობითია. ტრანზაქციის მნიშვნელოვბაზე  ბირჟის დირექტორმა გიორგი ფარესიშვილმა აღნიშნა, რომ  საქართველოს ისტორიაში პირველი ორმაგი ლისტინგია (Dual Listing). ორმაგი საჯარო განთავსებით შესაძლებელი ხდება საქართველოში აღნიშნული ფასიანი ქაღალდის შეძენა. ის მსგავსი ტრანზაქციებით ინვესტორების ბაზის გაზრდა ელის.

ობლიგაციებს Fitch-მა  გრძელვადიანი „B-(EXP)” რეიტინგი მიანიჭა. მოსალოდნელი რეიტინგი 3 საფეხურით ჩამოუვარდება ბანკის სიცოცხლისუნარიანობის რეიტინგს (VR) “bb-“. Fitch-ის საბანკო რეიტინგის კრიტერიუმების მიხედვით, ესაა ყველაზე მაღალი რეიტინგი,  “bb-/VR“-ის მქონე ბანკის ობლიგაციისთვის.

ობლიგაციები, სრულად დისკრეციული ფუნქციით, ნაწილობრივ ან სრულად ჩამოიწერება თუ თიბისის ძირითადი კაპიტალის კოეფიციენტი 5.125%-ზე  ჩაცდება, ან სებ-ის ინტერვენციების შემთხვევაში. ეს განსაკუთრებული თვისების ბონდია, კაპიტალის დატვირთით, იმ დაშვებით, რომ შესაძლებელია ემიტენტმა  % არ გაისტრუმროს.

ეს კი Fitch-ის თქმით, მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი თუ თიბისის კაპიტალის და ლიკვიდურობის მოთხოვნებს დაარღვევს, რასაც ახლა Fitch არ ელის ბანკისთვის, მინიჭებული „BB-“ გრძელვადიანი IDR რეიტინგის გათვალისწინებით.

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობით მონაწილეებმა საშუალოდ 400 000 ლარი დაზოგეს – დავით ნარმანია

კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ III საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების …