თიბისის დისტანციურ და ფიზიკურ არხებში სამომხმარებლო სესხის აღება კიდევ უფრო გამარტივდა

თბილისი (BPI) – აქ, ახლა თიბისის სამომხმარებლო სესხის აღება კიდევ უფრო გამარტივდა. მომხმარებელს საშუალება აქვს არჩევანი თავად გააკეთოს და სესხი თიბისის შემდეგი არხების დახმარებით აიღოს.

დისტანციური არხები:

· Tbccredit.ge

· 24 საათიანი სატელეფონო ქოლ ცენტრი: 032 2 27 27 27

· ინტერნეტ და მობაილბანკი – მათ, ვისაც სესხის ლიმიტი სრულად არ აქვთ ათვისებული და დამატებითი თანხის მიღება სურთ, მოთხოვნას მარტივი განაცხადის შევსებით დააფიქსირებენ.

ასევე, სესხის აღება შესაძლებელია თიბისის ნებისმიერ ფილიალში.

სურვილის შემთხვევაში, მომხმარებელს საშუალება აქვს 6 თვიანი საშეღავათო პერიოდით ისარგებლოს. აღნიშნული პირობა არ ვრცელდება მხოლოდ Tbccredit.ge-დან აღებული სესხის შემთხვევაში.

სამომხმარებლო სესხის მაქსიმალური ლიმიტი 60 000 ლარია; Tbcrcedt.ge-ზე მინიმალური თანხა – 100, სხვა არხებში კი – 500 ლარია.

სესხის დაფარვის მაქსიმალური ვადა 48 თვეა, თუმცა მისი დაფარვა, მომხმარებლის სურვილიდან გამომდინარე, აღნიშნული პერიოდის გასვლამდე ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი.

სამომხმარებლო სესხის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია აქ: https://bit.ly/38yz3w4

შემთხვევითი სიახლე

ცენტრალური გათბობის სისტემის დანერგვის ხელშეწყობისთვის სემეკმა რეგულაცია შეიმუშავა

მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში ცენტრალური გათბობის სისტემის დანერგვისა და განახლებადი ენერგიის გამოყენების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ენერგეტიკისა …