თიბისის გამარჯვებული ვარსკვლავურ ხომალდში მოხვდება

თბილისსი (BPI)– თიბისი სტატუსი მომხმარებელს თავგადასავალს ჰპირდება, პარიზის „დისნეილენდში“ გასეირნებას,“ვარსკვლავური ომების“ VIP ტურის 4-კაციან საგზურს, თუ გათამაშებაში გაიმარჯვებს. ერთადერთი და მთავარი პირობაა, 18 ივნისის ჩათვლით მასტერქარდ სტატუს ბარათით ტრნსაქციები

გამარჯვებულ ოჯახს VIP ტურში გიდი გაუძღვება, რომელიც „ვარსკვლავურ ომების“ ყველა მოვლენას მოიცავს. იმოგზაურებენ პერსონაჟების – ჯაკუს, ჰოთის, ტატუინის, სიკვდილის ეგზოტიკურ სამყაროში.VIP ოთახშიც მოხვდებიან და გარედან დააკვირდებიან ვარსკვლავური ხომალდის მოძრაობებს. ტურის მონაწილეებს ახალი მისია ელით: დალაშქრონ ვარსკვლავური ომების ჰიპერ-კოსმოსური მთა, გაერთიანდნენ აჯანყებულთა ალიანსში და ბრძოლით გაიკაფონ გზა იმპერიულ TIE მებრძოლებს შორის. ამის შემდეგ გამარჯვებულები დარტ ვეიდერს შეხვდებიან და მასთან ექსკლუზიური ფოტოს გადაღების შესაძლებლობაც ექნებათ. ბოლოს, გამარჯვებული ოჯახი რესტორნის ზედა სართულზე გამაგრილებელ სასმელებსა და „ვარსკვლავური ომების“ თემატიკის წასახემსებელ საშუალებებს დააგემოვნებენ.

ტრანზაქციის მინიმალური მოცულობა 20 ლარს შეადგენს. ტრანზაქციაში იგულისხმება საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ პოს ტერმინალზე შესრულებული ან ინტერნეტით განხორციელებული (e-commerce) ოპერაცია.  

გამარჯვებულის ვინაობა  18ივნისს გახდება ცნობილი.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …