თიბისის ბიზნეს აპი ანგარიშებს შორის გადართვის ფუნქციით

თბილისი (BPI) – თიბისის ბიზნეს აპი ბიზნესების მხარდასაჭერად და მათთვის ფინანსების ეფექტიანად და სწრაფად მართვის უზრუნველსაყოფად შეიქმნა.

ბიზნეს აპს ამ ეტაპზე სამი მნიშვნელოვანი ახალი ფუნქცია აქვს. ესენია: ერთი დიჯიპასით მრავალი დავალების დადასტურება, რომელიც ფინანსურ ოპერაციებს ბევრად უფრო ამარტივებს და სწრაფს ხდის; IBAN სკანერი, რომელიც თანხის გადარიცხვის ფუნქციაშია ჩაშენებული და მობილურის კამერით მრავალციფრიანი ანგარიშის ნომერს კითხულობს და  რამდენიმე ბიზნესანგარიშს შორის გადართვის ფუნქცია, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, აპლიკაციის ერთი ანგარიშიდან გამოსვლის და ხელახალი ავტორიზების გარეშე გადაინაცვლოს მეორე ანგარიშზე.

სასტუმრო კომპლექს „ვილა მოსავალის“ მთავარი მეღვინე გიორგი შეყრილაძე ამბობს, რომ მისი საქმიანობიდან გამომდინარე, თითქმის საერთოდ არა აქვს თავისუფალი დრო. შესაბამისად, ყოველდღიურ საქმიანობაში ციფრული მობილური მომსახურება მას დიდ დახმარებას უწევს.

“ყველა გადახდა თუ სხვა ფინანსური გადაწყვეტილების გადაჭრა რამდენიმე მარტივი მოძრაობით ხდება. აღარ მიწევს მოვწყდე საქმეს, წავიდე ბანკში და ფინანსური საკითხები სამსახურიდან მოშორებით მოვაგვარო”, — ამბობს ის.

ბიზნეს ანგარიშებს შორის გადართვის ფუნქციას გიორგი ძალიან საინტერესოს და მისთვის მნიშვნელოვანს უწოდებს; ამბობს, რომ ის მომავალში კიდევ უფრო გაუმარტივებს ფინანსური ოპერაციების განხორციელებას და მეტ დროს დაუზოგავს თავისი საქმიანობისთვის.

ბიზნეს აპის შექმნის მთავარი მიზანია, მომხმარებლებისთვის აპლიკაცია ფინანსური ინფორმაციის სწრაფად და ლაკონიურად მიწოდების ინსტრუმენტი გახდეს. სამომავლოდ კი, კომპანიების მმართველები მისი დახმარებით სწრაფად შეასრულებენ სხვადასხვა დავალებას, გაეცნობიან კომპანიაში არსებულ ფინანსურ ვითარებას და წვდომა ექნებათ ზოგად ფინანსურ ანალიტიკურ მონაცემებთან.

 

 

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …