თიბისის აქტივები შეუმცირდა /რეიტინგი/

თბილისი (BPI) -კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 870.3 მლნ ლარით შემცირდა (-2.2%m.m). სებ-ის სტატისტიკით 2019 წლის 1 თებერვლის მდგომარეობით 38.8 მლრდ ლარი შეადგინა.

საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 5.2 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 13.4%-ია. კვლავ თიბისი ლიდერობს, თუმცა იანვარში 500 მლნ-იანი კლება აქვს (01.01.2019 – 15.142 მლრდ)

01.02.2019 ●

  000 ₾არი
თიბისი ბანკი 14,598,762
საქართველოს ბანკი 13,480,760
ლიბერთი ბანკი 1,881,837
ვითიბი ბანკი 1,568,755
პროკრედიტ ბანკი 1,568,755


2019 წლის პირველი თებერვლის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 14 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.

რედაქტირება

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …