თიბისიმ ფულადი გზავნილების აქცია დაიწყო

თბილისი (BPI) – აქ. ახლა, თიბისიში ფულადი გზავნილების აქცია დაიწყო. მომხმარებელი, რომელიც ფულად გზავნილს თიბისიში გაანაღდებს ან გაგზავნის, შესაძლებლობა აქვს, დასაჩუქრდეს სუპერ პრიზით – 20,000 ლარით ან აღმოაჩინოს 20,000 მომენტალური საჩუქრიდან ერთ-ერთი.

თიბისის ფულადი გზავნილების აქცია 18 სექტემბერს დაიწყო და 25 დეკემბრამდე გაგრძელდება. აქციაში მომხმარებლები ავტომატურად ჩაერთვებიან. გზავნილის განაღდებისას ყოველი მესამე მომხმარებელი დასაჩუქრდება მომენტალური პრიზით, მათ შორის: PSP-ს, „ნიკორას“ და“ სუფთა სახლის“ ვაუჩერებით (50 ლარამდე), ფულადი პრიზებით – 50 და 100 ლარის ნომინალით, ინტერნეტ მეგაბაიტებით და 0%-იანი საკომისიო ტარიფით – ინტერნეტ და მობაილბანკით შესრულებულ კომუნალურ გადახდებზე.

აქციის სუპერ პრიზს – 20,000 ლარს მიღებს ის ორი მომხმარებელი, რომელიც თიბისიში ფულად გზავნილს 3-ჯერ და მეტჯერ გაანაღდებს ან გაგზავნის.

თიბისიში ფულადი გზავნილის განაღდება მარტივად, სახლიდან გაუსვლელადაა შესაძლებელი:

· ინტერნეტ და მობაილბანკიდან – www.tbconline.ge

· ცხელ ხაზზე დარეკვით, ნომერზე – 032 2 272727

გზავნილის გაგზავნა შესაძლებელია თიბისის ნებისმიერ ფილილიდან და სერვის ცენტრიდან.

თიბისიში, მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ და, გაგზავნონ შემდეგი საერთაშორისო გზავნილები: INTEL EXPRESS, RICO GRAM, MONEYGRAM, ZOLOTAYA KORONA, WESTERN UNION, UNISTRAM , RIA, CONTACT, ისრაელის გზავნილები World com finance.

აქციის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს

 

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …