თიბისიმ რუსეთის გადაწყვეტილების ეკონომიკური ზეგავლენის შეფასება გამოაქვეყნა

თბილისი (BPI) – თიბისი კვლევების მიხედვით, ახლო პერსპექტივაში, რუსეთიდან ტურისტული შემოდინებების განახევრების შემთხვევაშიც კი, ზრდის ტემპი შემცირდება, მაგრამ ის მაინც პოზიტიური, დაახლოებით 5%-მდე იქნება, რადგანაც ტურისტული ნაკადი ევროკავშირიდან, ისრაელიდან და სხვა ქვეყნებიდან მკვეთრად იზრდება.

კვლევაში ნათქვამია, რომ ტურიზმის კუთხით, ასევე, ძალზედ მნიშვნელოვანი თურქეთის ნეგატიური ზეგავლენა იწურება და ეს ფაქტორიც ხელშემწყობი იქნება.  ეკონომიკის ზრდის ტემპი, მანამდე პროგნოზირებული 5%-ის ნაცვლად 4%-ის ფარგლებშია ნავარაუდები. მართალია, რუსეთიდან ტურისტების ასეთი მკვეთრი შემცირების ზეგავლენა ეკონომიკაზე დაახლოებით 1.5% უნდა იყოს, თუმცა მომდევნო ერთი წლის განმავლობაშიც დამაბალანსებელი ფაქტორები მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.  

ამ ფაქტორის გამო სავალუტო შემოდინებების კუთხით, მომდევნო ერთ წელიწადში შეფასებული დანაკლისი 200 მილიონ დოლარამდეა. ამასთან, საგარეო სექტორი პოზიტიური დინამიკით ხასიათდება, ლარი არაერთი შეფასებით, უკვე მნიშვნელოვნადაა გაუფასურებული და ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვების დონეც მაღალია. ბოლო 6 თვის განმავლობაში ეროვნულმა ბანკმა 216 მილიონი  დოლარი შეისყიდა.  მაშინ როდესაც, მოკლევადიანი მერყეობა არაა გამორიცხული, თიბისის კვლევები ინარჩუნებს ლარის გამყარების პროგნოზს.

“რუსეთის სანქციები: მართვადი ზეგავლენა ზრდაზე და ფსონი ლარზე” თიბისი კვლევების ვებგვერდზე

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …