თიბისიმ ენერგოეფექტური პროექტების დაფინანსებისთვის EBRD-ის ჯილდო მიიღო

თბილისი (BPI) – ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა – EBRD საუკეთესო ენერგოეფექტური პროექტების დაფინანსებისა და საქართველოში მწვანე ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობისათვის თიბისი ბანკი დააჯილდოვა. ღონისძიებაზე საუკეთესო ენერგოეფექტური პროექტების ავტორი 6 კომპანია გამოვლინდა, მათ შორის შპს „ლიდერფუდი“ და „შილდა ჰიდროელექტროსადგური“, რომლებსაც თიბისი ბანკთან მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებთ.

კავკასიის ენერგოეფექტურობის პროგრამა – CEEP, EBRD-ის, ევროკავშირისა და ავსტრიის ფინანსთა სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროგრამაა, რომლის ფარგლებშიც საქართველოში, 2012 წლიდან 31-მა კომპანიამ და 29 000-ზე მეტმა ოჯახმა 42 მილიონ ევროზე მეტი ენერგოკრედიტი მიიღო ექვსი ადგილობრივი ბანკისგან.

ღონისძიებაზე EBRD-ის მწვანე ეკონომიკის დაფინანსების ახალი პროგრამის – GEFF-ის პრეზენტაციაც გაიმართა, რომელიც კავკასიის ენერგოეფექტურობის პროგრამის – CEEP-ის გაგრძელებაა. პროექტის ფარგლებში EBRD ენერგოეფექტურ პროექტებს დააფინანსებს.

GEFF-ის ფარგელბში საქართველოსთვის გამოყოფილი იქნება 54 მილიონი აშშ დოლარის ფინანსური რესურსი. EBRD-თან ერთად პროგრამის თანადამფინანსებლები არიან: მწვანე კლიმატის ფონდი – GCF და ავსტრიის ფინანსთა სამინისტრო. მწვანე კლიმატის ფონდი მსოფლიოს უმსხვილესი ფონდია, რომელიც ხელს უწყობს განვითარებადი ქვეყნების მიერ კლიმატის ცვლილებებზე რეაგირებას.

ახალი პროექტი კორპორატიულ, მცირე და საშუალო ბიზნესებს შესაძლებლობას მისცემს ადგილობრივი ბანკებისგან მიიღონ სესხი მწვანე ეკონიმიკის განვითარებაში საკუთარი წვლილის შესატანად.

სესხის მიღება შესაძლებელია ენერგოეფექტური სამშენებლო მასალებისთვის, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისთვის და აღჭურვილობისათვის. მწვანე ტექნოლოგიების სრული ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე – https://ts.ebrdgeff.com/georgia-ge/

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი – EBRD საქართველოში ინვესტირების წამყვანი ინსტიტუტია. საქართველოში ოპერირების დაწყებიდან, ბანკმა მოახდინა 3.5 მილიარდ ევროზე მეტი თანხის ინვესტირება 237 ფინანსურ, კორპორაციულ, ინფრასტრუქტურულ და ენერგოსექტორში. ბანკის ინვესტიციების 89% კერძო სექტორზე მოდის.

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობით მონაწილეებმა საშუალოდ 400 000 ლარი დაზოგეს – დავით ნარმანია

კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ III საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების …