თემატური ტურების სახელმძღვანელოში ბათუმის 12 და ქობულეთის 5 ტური შევა

ბათუმისა და ქობულეთის ტურისტული ღირსშესანიშნაობები გიდების თემატური ტურების სახელმძღვანელოში განთავსდება. წიგნში, რომელიც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით მუშავდება, პროფესიონალი გიდების მიერ დამუშავებული ბათუმის 12, ხოლო ქობულეთის 5 თემატური ტური განთავსდება. პროექტში ჩართულმა გიდებმა მათ მიერ დამუშავებული ბათუმის ტურის პრეზენტაცია გამართეს და სტუმრებს ძველ ბათუმში, ბულვარსა და ქალაქის ზღვისპირა ზოლში განთავსებული ისტორიულ-კულტურული, ასევე ტურისტული ღირსშესანიშნაობები გააცნეს.

პროექტის მიხედვით გიდებმა ბათუმისა და ქობულეთის პრაქტიკულ ტურები შეიმუშავეს, რომელშიც ქალაქების ისტორიული, კულტურული, ეთნოგრაფიული, ძირითადი ღირსშესანიშნაობები, აქტივობები, ტრადიციები თუ ადგილები აისახა. ბათუმისა და ქობულეთის ტურების პრაქტიკული სახელმძღვანელოს შემუშავების პროცესში 20-მდე პრაქტიკოსი გიდი და დარგის სპეციალისტია ჩართული.

სამენოვანი წიგნი ბათუმსა და ქობულეთში არსებული და ახალი, საინტერესო თემატიკის ტურებით, თავისი ელექტრონული რუკებით, მარშრუტზე არსებული ტურისტული ღირსშესანიშნაობების ფოტოებითა და ინფორმაციებით წლის ბოლოსთვის გამოიცემა.

 

 

 

 

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …