“თელასმა“ 5,6%-ით მეტი ელექტროენერგია გაანაწილა

კომპანია „თელასმა“ 2021 წლის 9 თვის ოპერაციული მაჩვენებლები გამოაქვეყნა. კომპანიის ინფორმაციით,  9 თვეში „თელასმა“ 2,070 მილიარდი კვტ*სთ ელექტროენერგია გაანაწილა, რაც 5,6% (109 მილიონი კვტ*სთ-ით) აღემატება 2020 წლის ამავე პერიოდში განაწილებული ელექტროენერგიის მოცულობას. აღნიშნული მატება ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობის და ახალი აბონენტთა რაოდენობის ზრდამ განაპირობა.

სს „თელასის“ აბონენტთა რაოდენობა 2021 წლის 9 თვის მონაცემებით 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3,5%-ით (23,7 ათასი აბონენტით) გაიზარდა და 697,4 ათასი აბონენტი შეადგინა, საიდანაც 628,5 ათასი  – ფიზიკური პირია, ხოლო 68,9 ათასი – იურიდიური პირი.

2021 წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებით კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძემ 6 284 კმ შეადგინა, რაც 4,4%-ით (268 კმ-ით) აღემატება 2020 წლის იანვარ-სექტემბრის მაჩვენებელს (6 016 კმ). კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძე ქსელის განვითარების, რეკონსტრუქციის და მოდერნიზების სამუშაოების ჩატარების შედეგად გაიზარდა.

სსთელასი  ერთ-ერთი მსხვილი ქსელური კომპანიაა საქართველოში, რომელიც ახორციელებს ელექტროენერგიის განაწილებას თბილისში. კომპანია ემსახურება 600 ათასზე მეტ აბონენტს. 2003 წლის აგვისტოში სს „თელასი“ „ინტერ რაო“–ს შემადგენლობაში შევიდა. „ინტერ რაო“-ს მფლობელობაშია „თელასის“ აქციათა 75%, ხოლო 25%-მდე შპს “ბესტ ენერჯი გრუპ”-ის საკუთრებაა.www.telasi.ge

ჯგუფი „ინტერ რაო“– დივერსიფიცირებული ენერგეტიკული ჰოლდინგია, რომელიც რუსეთსა და მის საზღვრებს გარეთ ელექტროენერგეტიკის სფეროს მრავალ სეგმენტში მონაწილეობს. კომპანიას რუსეთის ელექტროენერგიის იმპორტ-ექსპორტის დარგში ლიდერის პოზიცია უკავია, მისი წილი  აქტიურად იზრდება გენერაციის და რეალიზაციის სეგმენტებში, ასევე  ავითარებს ბიზნესის ახალ მიმართულებებს. „ინტერ რაო“-ს სტრატეგია მიმართულია გლობალური ენერგეტიკული კომპანიის შექმნისკენ, რომელიც მსოფლიო ენერგეტიკული ბაზრის ერთერთი გადამწყვეტი მოთამაშე იქნება. „ინტერ რაო“-ს ჯგუფის შემადგენლობაში

შემთხვევითი სიახლე

დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო ქ. წყალტუბოში გამართულ მომხმარებელთა უფლებების დაცვის კვირეულის შემაჯამებელ ღონისძიებაში

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო ქ. წყალტუბოში …