თბილისში ხელოვნური ტყის ბუნებრივად გარდაქმნისთვის საჭირო ღონისძიებებისთვის გრანტი გამოიყოფა

თბილისი (BPI) – თბილისის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში არსებული ხელოვნური ტყის ბუნებრივად გარდაქმნისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელებისათვის გრანტის სახით  159 400 ლარი გამოიყოფა.

პროექტი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მხარდაჭერით იგეგმება.

თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ პროექტის მნიშვნელობაზე  ისაუბრა და აღნიშნა, რომ საპილოტე პროექტის ფარგლებში, დედაქალაქში 20 ჰა ფართობი თვითგანახლების უნარის მქონე ხე-მცენარეებით განაშენიანდება. 

„პროექტის მიხედვით,  წელს იმ 12 000 ჰა ტყის ფართობიდან, რომლის ინვენტარიზაცია წელს განხორციელდა, ხდება 20 ჰა ტერიტორიის ბუნებრივი განახლება. ფიჭვები, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, არის ხელოვნურად დარგული ხეები, რომლებსაც განახლების უნარი არ აქვთ. შესაბამისად, მაქსიმალურად ვიწყებთ მუშაობას იმ კუთხით, რომ თბილისში დაირგოს ისეთი ხეები, რომელიც ბუნებრივია და აქვთ თვითგანახლების უნარი. შესაბამისად, ეს პირველი საპილოტე პროექტია, რომლის მიხედვითაც 20 ჰექტარ ფართობზე  მოხდება ტერიტორიის დამუშავება გერმანელების დახმარებით. მათ შორის, შემოღობვა, რომ ცხოველებმა არ დააზიანონ ნარგავები. ასევე, მოხდება ბუნებრივი შეთესვა, რომ ტყეებმა ბუნებრივად დაიწყონ  განახლება და ხელოვნური ტყეები  კი მაქსიმალურად, ეტაპობრივად ცავანაცვლოთ“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

აღსანიშნავია,  რომ 2018 წელს 11 9000 ჰექტარ ფართობზე ჩატარდა ტყის ინვენტარიზაცია, რაც ბოლო რამდენიმე ათლწეულია არ ჩატარებულა. სწორედ აღნიშნული ტყის ინვენტარიზაციის შედგებზე დაყრდნობით გამოვლინდა, რომ თბილისის გარკვეულ ნაწილში გაშენებულ ხელოვნური წარმოშობის ტყეებს უკვე შესუსტებული აქვთ ნეგატიურ გარემო ფაქტორებზე შემგუებლობის უნარი.

ხელოვნური წარმოშობის ტყეებში ჭარბობს ფიჭვნარი კორომები, რომელიც ასევე საფრთხის წინაშეა, რის გამომწვევ უმთავრეს მიზეზად ითვლება მავნებელ-დავადება, გადამეტებული ძოვება და განახლების ნაკლებობა. სწორედ ამ მდგომარეობის გამოსწორებას შევეცდებით GIZ-ის გრანტით დაფინანსებული პროექტით.

შემთხვევითი სიახლე

სემეკთან არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი სკოლის მოსწავლეებისთვის ახალ პროექტს იწყებს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებული ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი …