თბილისში საქარველო-უკრაინის ბიზნესფორუმი გაიმართება

თბილისი (BPI) – თბილისში, სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ საქართელო-უკრაინის ბიზნესფორუმი  17 სექტემბერს, 09:30 საათზე გაიმართება. ღონისძიება EU4Business-EBRD-ისა და უკრაინის ექსპორტის ხელშეწყობის ოფისის ინიციატივითა და უკრაინის ეკონომიკისა და ვაჭრობის განვითარების სამინისტროს, საქართველოში უკრაინის საელჩოსა და „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ მხარდაჭერით გაიმართება.

ბიზნესფორუმს დაესწრებიან 23  საკვები პროდუქტების (ხორცის, რძის, საკონდიტრო ნაწარმის, ყავის და ჩაის)  მწარმოებელი უკრაინული კომპანია და აღნიშნული სფეროთი დაინტერესებული ქართველი მეწარმეები.

ღონისძიების მონაწილე კომპანიებს საშუალება ექნებათ ორმხრივი მოლაპარაკებების საფუძველზე გააფართოვონ ბიზნეს ურთიერთობების არეალი და ხელი შეუწყონ ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებას.

უკრაინული დელეგაციის ფარგლებში თბილისს ბიზნესმენებთან ერთად უკრაინის აგრარული პოლიტიკისა და სურსათის მინისტრი ოლგა ტროფიმტსევა, უკრაინის ექსპორტის ხელშეწყობის ოფისის დირექტორი ანდრეი დემჩუკი  და EBRD-ის მცირე ბიზნესის მრჩეველი იულია კრევსკა ეწვევიან. ბიზნესფორუმზე მისასალმებელი სიტყვით წარსდგებიან უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იგორ დოლგოვი,  საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლაშა ლაბაძე და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის დირექტორი გიორგი პერტაია.

საქართველო-უკრაინის ბიზნეს ფორუმი მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც  უკრაინა წარმოადგენს საქართველოს საბაზრო ეკონომიკური ურთიერთობების ისტორიაში ერთ-ერთ უმსხვილეს პარტნიორს. კერძოდ, მას შემდეგ, რაც საქართველო ღია ეკონომიკურ ურთიერთობებში ჩაერთო, უკრაინა სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებს შორის, იკავებს ერთ-ერთ წამყვან ადგილს, როგორც ექსპორტის, ასევე, იმპორტის თვალსაზრისით.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …