თბილისში ე.წ. Food Trucks-ები განთავსდება

თბილისი (BPI) – თბილისში, კონკრეტულ ლოკაციაზე ე.წ. Food Trucks-ები განთავსდება.

თბილისის მერის მოადგილის სოფიო ხუნწარიას თქმით, ამასთან დაკავშირებით ინტერესს მცირე ბიზნესის წარმომადგენლები გამოხატავენ.

„ე.წ. Food Trucks-ები ერთ-ერთ კონკრეტულ ლოკაციაზე გაიშლება. ღამის კვების ობიექტების განვითარების მიმართულებით, საკმაოდ დიდი ინტერესია, რომელიც მოსაწესრიგებელია, რადგან ღამის ცხოვრების მხრივ მოთხოვნა საკმაოდ გაზრდილია“, – აღნიშნა სოფიო ხუნწარიამ.

ხუნწარია ამბობს, რომ თბილისის ათივე რაიონში ჩატარდება კვლევა, რომელიც თითოეული რაიონის პოტენციალს შეისწავლის იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს დედაქალაქის რაიონები ღამის ეკონომიკის თვალსაზრისით.

კახა კალაძეს სურს, თბილისი მსოფლიოში საუკეთესო ქალაქად პოზიცინირებდეს და ქალაქმა თავისი ტურისტული შესაძლებლობები კარგად გამოიყენოს. მერმა მოადგილეებთან ერთად გამართული ვიდეოდიალოგის დროს აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში გაიმართება პრეზენტაცია, თუ როგორ მოხდება თბილისის წარმოჩენა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.

სოფიო ხუნწარიას თქმით, ღამის ეკონომიკის განვითარების მიმართულებით, კონკრეტული ნაბიჯები უკვე გადაიდგა და აქტიური მუშაობა მომავალშიც გაგრძელდება.

“პირველი პროექტები უკვე განხორციელბულია. მაგალითად, „ღამის ავტობუსი“ ეფექტურად მუშაობს. ღამის ეკონომიკის განვითარება არ არის მხოლოდ ტურიზმზე ან გართობაზე ორიენტირებული ადამიანებისთვის, რადგან სარგებელი უნდა მიიღოს ადგილობრივმა მოსახლეობამაც, რომელიც ღამის საათებშია დასაქმებული. N222 ავტობუსით კი, სწორედ ჩვენი მოსახლეობა სარგებლობს“, – განმარტა სოფიო ხუნწარიამ.

Image result for Food Trucks
Food Trucks-ები სან ფრანცისკოში



შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …