თბილისში ელექტრომობილების დამტენების რაოდენობა გაიზრდება

თბილისი (BPI) – თბილისში ელექტრომობილების დამტენების რაოდენობა გაიზრდება. ჩატარებული აუქციონის პირობების თანახმად, დედაქალაქში ორ ეტაპად, 60 ელექტროდამტენი უნდა დამონტაჟდეს.

თბილისის მერის თქმით,  დამტენები უკვე დამონტაჟებულია გლდანში, საბურთალოზე, ნაძალადევში, დიდუბეში, ვაკეში, სამგორში, ჩუღურეთსა და ისანში.

ელექტრომობილების მფლობელებისთვის შექმნილია სპეციალური ვებპლატფორმა – WWW.CHARGERS.TBILISI.GOV.GE, სადაც მათ რეგისტრაცია უნდა გაიარონ. დღეის მდგომარეობით, 118 მოთხოვნაა დაფიქსირებული.

“კონკრეტულ ადგილებზე უკვე დამონტაჟებულია 28 დამტენი, ასევე, 12 -ის მონტაჟი რამდენიმე დღეში დასრულდება. უნდა აღინიშნოს, რომ ერთი წლის შემდეგ, დამტენებით სარგებლობა ფასიანი იქნება. ფასი მას შემდეგ დადგინდება, რაც აუქციონს გამოვაცხადებთ და გამარჯვებული კომპანია გვეყოლება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მერმა ელექტრომობილების მფლობელებს აქტიურობისკენ მოუწოდა და განმარტა, რომ რეგისტრაციის შემდეგ, პრიორიტეტი იმ ადგილს ენიჭება, სადაც  მოსახლეობის მხრიდან მომართვიანობა მეტია.

შემთხვევითი სიახლე

მარიამ ქვრივიშვილი: ფრანგული Groupe ADP, რომლის მფლობელობაშიცაა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მმართველი კომპანია „ტავ ჯორჯია“, საქართველოს სახელმწიფოსთან შეთანხმებით, აეროპორტის ოპერირებას განახლებული პირობებით, 5 წლით გააგრძელებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად მონაწილეობა მიიღო საქართველოს აეროპორტების …