თბილისში ბიზნეს აქსელერატორი ამოქმედდება

თბილისი (BPI) – მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, უახლოეს მომავალში, თბილისში ბიზნეს აქსელერატორი ამოქმედდება.

თბილისის მერმა განაცხადა, რომ პროექტის მიზანი დამწყები ბიზნესმენების შესაძლებლობების გაზრდა და ინოვაციური ბიზნეს იდეების განხორციელება, ასევე, დასაქმების ხელშეწყობაა.

ბიზნეს აქსელერატორის სამუშაო სივრცე ყველასთვის იქნება ხელმისაწვდომი. “ეს იქნება ერთგვარი ჰაბი იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ბიზნეს იდეები გააჩნიათ, თუმცა არ აქვთ წვდომა იმ რესურსებთან, რომელთა დახმარებითაც, შეიძლება მათი იდეები ბიზნესგეგმად გარდაიქმნას. ბევრი ახალგაზრდაა დაინტერესებული, საინტერესო იდეები აქვთ, რომელთაც ამ პროექტის საშუალებით, მათ განხორციელებაში დავეხმარებით. გვაქვს კომუნიკაცია ბიზნესთან, რომელიც პროცესში აქტიურად არის ჩართული და ერთიანი ძალისხმევით, შევძლებთ, ამ საინტერესო იდეების განხორციელებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

პროექტის ფარგლებში, დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნებათ, ბიზნესგეგმის მომზადების პროცესში, სპეციალისტებისგან კონსულტაცია მიიღონ, რაც ფინანსისტის, მარკეტინგის სპეციალისტის, ანალიტიკოსის კონსულტაციებს ითვალისწინებს.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …