თბილისსა და სოფიას შორის პირდაპირი ფრენების დაწყება განიხილება

თბილისი (BPI) – საქართველო და პოლონეთი პირდაპირი ფრენების დაწყებას განიხილავენ. თბილისსა და სოფიას შორის სააავიაციო მიმოსვლის პერსპექტივებზე პრემიერმა მამუკა ბახტაძემ და ბულგარეთის ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა ეკატერინა ზაჰარიევამ განიხილეს.

ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ფარგლებში არსებულ მიღწევებზე ისაუბრეს და საქართველო-ბულგარეთის ორმხრივი ურთიერთობებისა და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობაზე აღნიშნეს.

ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პროცესში მნიშვნელოვან ნაბიჯად შეფასდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ბულგარეთის რესპუბლიკაში, რომელიც აპრილში გაიმართა.

მხარეები იმედოვნებენ, რომ თბილისსა და სოფიას შორის პირდაპირი ფრენების განხორციელება ხელს შეუწყობს ხალხთაშორისი კონტაქტების განვითარებასა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გააქტიურებას.

შემთხვევითი სიახლე

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით საერთაშორისო ექსპერტმა ჯული პილკინგტონმა სექტორის წარმომადგენლებისთვის მასტერკლასი გამართა

მომსახურების სფეროში ხარისხის გაუმჯობესებისა და კერძო სექტორის მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს …