თბილისობა: დღე, რომელიც ყველას აერთიანებს

თბილისობა ერთ-ერთი ყველაზე ნათელი და ხალისიანი დღესასწაულია საქართველოში, რომელიც დედაქალაქის მოსახლეობასა თუ ქალაქის სტუმრებს, თბილისის ქუჩებისკენ მიუძღვება. წელს, დღესასწაული 5-6 ოქტომბერს გაიმართება. როგორც ყოველთვის, წელსაც იგეგმება დასამახსოვრებელი ღონისძიება სავსე კულტურული მრავალფეროვნებით, მუსიკალური ნომრებითა და გასტრონომიული აღმოჩენებით.
ეს არის თბილისის, მისი კულტურის, ისტორიისა და ხალხისადმი მიძღვნილი დღესასწაული. ამ დღეს, უძველესი ტრადიციები და თანამედროვეობა იკვეთება ერთმანეთში და იდეალურად წამოაჩენს სტუმართმოყვარეობის სულისკვეთებას. დღესასწაული პირველად 1975 წელს გაიმართა და მას შემდეგ ყოველწლიურ მოვლენად იქცა, რომელიც აერთიანებს როგორც ადგილობრივებს, ასევე ტურისტებს. თბილისობაზე, პირდაპირ ქალაქის ქუჩებში შეგიძლიათ დააგემოვნოთ ქართული კულინარიის გამორჩეული კერძები: ხაჭაპური, ხინკალი, კუბდარი და ადგილობრივი შეფ-მზარეულების მიერ მომზადებული გემრიელობები. დღესასწაულზე აუცილებლად მოისმენთ ცოცხალ ქართულ ხალხურ მუსიკას, გაეცნობით ტრადიციულ ცეკვებს, დააგემოვნებთ მსოფლიოში ცნობილ ქართულ ღვინოებს და ჩაერთვებით ამ დღესასწაულში.
ფესტივალი ხშირად მასპინძლობს ხელნაკეთი ნივთების გამოფენებს, სადაც გაეცნობით უნიკალურ ნამუშევრებს. აქვე, შესაძლებლობა გექნებათ მონაწილეობა მიიღოთ თემატურ მასტერკლასებში და თავად ისწავლოთ როგორ შექმნათ ესა თუ ის ნაკეთობა საკუთარი ხელით. როგორც წესი, ღია ცის ქვეშ მრავალი ღონისძიება იგეგმება: სპორტული შეჯიბრებები, გამოფენები და ფოლკლორული ფესტივალები, რომლებიც ულამაზესი ისტორიული შენობებისა და თბილისური ჭადრების ფონზე იმართება.
თბილისობა არ არის მხოლოდ დღესასწაული – ესაა დღე, როდესაც ქალაქის მაცხოვრებლები, განურჩევლად ასაკისა თუ პროფესიისა, ერთად იკრიბებიან და პატივს მიაგებენ მრავალწლიან კულტურასა და ტრადიციებს. თუ თქვენ ან თქვენი ახლობლები ვერ მოდიხართ თბილისობაზე ქალაქის ცენტრში, ყოველთვის არის შესაძლებლობა ვირტუალურად ჩაერთოთ ამ დღესასწაულში – დღეს ამაში ტექნოლოგიები გვეხმარება.
მეგობრებთან თუ ოჯახის წევრებთან სადღესასწაულო განწყობის გასაზიარებლად, შეგიძლიათ გამოიყენოთ პოპულარული მესენჯერები. თუკი ოჯახის ყველა წევრს არ აქვს შესაძლებლობა თბილისობის აღსანიშნავად ღონისძიებას დაესწროს, ყოველთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ჯგუფური აუდიო და ვიდეო ზარების გამოყენებით: მაგალითად, Rakuten Viber-ში, ერთდროულად 60-მდე ადამიანს შეუძლია ჩაერთოს ზარში, თანაც, დროის ლიმიტის გარეშე.
თბილისობის აღნიშვნა არა მხოლოდ ეროვნული მოვლენაა, არამედ შესაძლებლობა შევკრიბოთ ახლობლები საერთო სუფრაზე და აღვნიშნოთ ქვეყნის მდიდარი კულტურა და ტრადიციები. ამ დღესასწაულისთვის მზადება წინასწარ იწყება და მოიცავს ბევრ საინტერესო აქტივობას: სადღესასწაულო მენიუზე ფიქრს, სტუმრების სიის შედგენა, მათი მოპატიჟებას და სხვადასხვა სახალისო აქტივობების მოფიქრებას, იქნება ეს მუსიკალური ნომრები თუ ძველი ფოტო-ალბომების კიდევ ერთხელ დათვალიერება.
იმისთვის, რომ ყველაფერი იდეალური გამოვიდეს, წინასწარ შეადგინეთ ყველა სია და თემატურად დააჯგუფეთ. სადღესასწაულო სუფრასთან დაკავშირებული ყველა ამოცანის ორგანიზებისთვის კი, შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩანაწერების ფუნქცია თქვენს მობილურ ტელეფონებსა თუ მესენჯერებში. მაგალითად, Rakuten Viber-ში შეხვდებით ჩატს სახელწოდებით „My Notes”. არსებითად, ეს არის ჩატი საკუთარ თავთან, რომელიც გეხმარებათ შეადგინოთ შესასრულებელი საქმეების სია, მონიშნოთ დასრულებული დავალებები, დააყენოთ შეხსენებები და შეინახოთ ფოტოები და ვიდეოები. ასე, არც ერთი მნიშვნელოვანი დეტალი თუ მოგონება არ დაიკარგება,
ეს დღესასწაული, ტრადიციულად ხდება ერთიანობისა და ურთიერთგაგების მომენტი, როდესაც საყვარელი ადამიანები იკრიბებიან, იზიარებენ თავიანთი ქალაქის ისტორიას და ტკბებიან მხიარული განწყობით. ამ დღეს გადაღებული ფოტოები კი, დიდი ხნის განმავლობაში იქნება მხიარული ემოციებისა და თბილი მოგონებების წყარო. სხვათა შორის, თქვენი ფოტოებისა და ვიდეოების საშუალებით, ახლა თავად შეგიძლიათ შექმნათ უნიკალური სტიკერები ან GIF-ები. მაგალითად, Rakuten Viber-ში, სულ რამდენიმე წუთში შეგიძლიათ შექმნათ თქვენი საკუთარი ექსკლუზიური სტიკერების ნაკრები. ამისთვის საჭიროა გამოიყენოთ „სტიკერების რედაქტორი“, ატვირთოთ თქვენი საყვარელი ფოტოები და დაამატოთ მათ სხვადასხვა წარწერები ან ნახატები.
ასე რომ, თბილისობა არის არა მხოლოდ დღესასწაული, არამედ მთელი კულტურული მოვლენა, რომელიც ადამიანებს ერთიანობის, სიხარულისა და სამშობლოს სიყვარულის სულისკვეთებით აერთიანებს.

შემთხვევითი სიახლე

სემეკში ენერგეტიკის სამართლის შესახებ საჯარო ლექცია ჩატარდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარის, პროფესორ დავით ნარმანიას მოწვევით იენის (გერმანია) …