თბილისის ღვინის მუზეუმი, ყველასთვის ცნობილი მხატვრის ზურა გომელაურის ნამუშევრების გამოფენას – „ სიცოცხლის ხე“ უმასპინძლებს

20 მაისს, 18:00 საათზე მრავალწლიანი ისტორიის , ლეგენდებისა და ფუნქციონალით დატვირთული უნიკალური  სივრცე –  თბილისის ღვინის მუზეუმი, ყველასთვის ცნობილი მხატვრის ზურა გომელაურის ნამუშევრების გამოფენა „ სიცოცხლის ხე“ იხსნება.

ზურა გომელაურის შემოქმედება 1988 წლიდან დღემდე,  პერსონალური გამოფენების სახით, როგორც საქართველოში,ასევე მის ფარგლებს გარეთ დიდი პოპულარობით  სარგებლობს.მისი ნამუშევრები გამოირჩევა უნიკალური სტილისა და შესრულების ტექნიკით. ეროვნული მითოლოგიური სიმბოლოები და ორნამენტები, ქართული ზღაპრის გმირები, დამთვალიერებელს უსასრულოდ მშვიდ, ფერად და საოცრად კეთილ სამყაროში ამოგზაურებენ.

საღამოს ცნობილი მხატვრის ერთგული მეგობარი, ნიკოლოზ წულუკიძე წარუძღვება და მოსულ სტუმრებს  ზურას შემოქმედებითი ცხოვრების შესახებ ბევრ უცნობ და საინტერესო  დეტალებს გააცნობს.

ღონისძიებაზე მხატვარი 30-ზე მეტ ახალ ნამუშევარს წარადგენს. ასევე დაგეგმილია  ახალი პროექტის საანონსო პრეზენტაცია, რომელიც  მარკეტოლოგ ნინო იოსელიანსა და ზურა გომელაურს შორის შეთანხმებული ტანდემით განხორციელდება.

გამოფენის იდეა, მხატვრის გულშემატკივრებს, მის ახლო მეგობრებს შორის დაიგეგმა და „მეიდან ჯგუფის „ მხარდაჭერით,  სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში საორგანიზაციო მუხტიც შეიკრა.

  • გამოფენის ინიციატორი და ორგანიზატორები არიან პიარ მარკეტოლოგები:

ანა ჩანგიანი

ნინო იოსელიანი

ეკა ხიდაშელი

  • გამოფენის მხარდამჭერია კომპანია „PSP

….. ჩვენს შორის არიან გამორჩეულად ნიჭიერი ხელოვანები, რომლებიც საკუთარ ცხოვრებას ხელოვნებას უძღვნიან და საკუთარი შემოქმედებით ქვეყნის საგანძურს ქმნიან. მათთვის საზოგადოების მხარდაჭერა ყველაზე მნიშვნელოვანი  და  ფასეულია.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …