თბილისის აეროპორტში კაფე “კაბადოკიას” ნაცვლად Green Port-ი გაიხსნა

თბილისი (BPI) – თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფრენის ტერმინალში ახალი კვების ობიექტი გაიხსნა.

კაფე Green Port კაფე კაბადოკიას ადგილას გაიხსნა.

კაფე Green Port მგზავრებს სხვადასხვა სახეობის ქართული და უცხოური კერძების ფართო არჩევანს სთავაზობს. მყუდრო გარემოში მგზავრებს ქართული ღვინის დაგემოვნებაც შეუძლიათ.

Green Port-ის ოფიციალურ გახსნას დღეს, ტავ ჯორჯიას მენეჯმენტი, BTA-ს აღმასრულებელი დირექტორი და ასევე BTA Georgia-ს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შემთხვევითი სიახლე

გერმანიაში მეორადი ნივთების გაყიდვების ბუმია – სტერეოტიპების მსხვრევა და ეკონომიკური ტრენდები

გერმანიაში მეორადი მოხმარების ნივთების ბაზარი რეკორდულ ზრდას აჩვენებს და სულ უფრო პოპულარული ხდება მოსახლეობის ყველა …