თბილისის მერიის 500 ლარიანი ვაუჩერი PSP-ში 700 ლარის ტოლფასია!

PSP-ში თბილისის მერიის 500 ლარიანი ვაუჩერით, სოციალურად დაუცველი პენსიონერი 700 ლარის ღირებულების მედიკამენტს იღებს! 24 იანვრიდან PSP-ს სააფთიაქო ქსელში თბილისის მასშტაბით მოსული სოციალურად დაუცველი პენსიონერი, მერიის ვაუჩერის განაღდებისას მიიღებს მომენტალურ სარგებელს დამატებითი ფასდაკლების სახით;

თბილისის მერიის 500 ლარიანი ვაუჩერის თითოეული მფლობელისთვის კომპანია PSP-მ დამატებით 200₾ გამოყო, რაც ნიშნავს რომ 500₾ ვაუჩერით სარგებლობისას ბენეფიციარი 700₾ მედიკამენტებს მიიღებს, ამასთან აუცილებელი არ არის სრულად აითვისონ ვაუჩერით განსაზღვრული 500 ლარი.

PSP სოციალური პროექტების მუდმივი მხარდამჭერია, მათ შორის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 1 ლარიან მედიკამენტების მიწოდებას სოციალურად დაუცველ პირებზე PSP წელიწადზე მეტი სრულიად უსასყიდლოდ ახორციელებდა პროგრამის მომსახურებას. ამასთან, 60+ ასაკის მოქალაქეებს კომპანია ყოველდღე განსაკუთრებულად დაბალ ფასებს სთავაზობს მომხმარებელს ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზე. წლებია ექიმის მიერ გამოწერილი ფორმა 100-ის საფუძველზე სხვა ქვეყნებიდან ახორციელებს ძვირადღირებული და ონკოლოგიური დაავადებების სამკრნალო პრეპარატების მიწოდებას.

დღეიდან, PSP-ს ნებისმიერ აფთიაქში თბილისის მასშტაბით მოსული სოციალურად დაუცველი პენსიონერი, მერიის ვაუჩერით დამატებით მყისიერ სარგებელს მიიღებს, ამ პროექტის ბენეფიციარებისთვის PSP-ში 500₾ – 700₾-ის ტოლფასია.

ყოველდღე, ყველაზე მეტი სარგებელი PSP-ში! 

შემთხვევითი სიახლე

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით სემეკის მიერ დაფუძნებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის ფარგლებში გურიის რეგიონში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის (IVF) მხარდაჭერით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დაფუძნებული …