თბილისის ზღვაზე საერთაშორისო სტანდარტების პირველი აუთლეთი GINO FREEPORT-ი აშენდება

თბილისი (BPI) – თბილისის ზღვის ტერიტორიაზე საქართველოში პირველი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი აუთლეთის მშენებლობა იწყება. კომპანია „GINO FREEPORT“-ი, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით 16 აუთლეთს წარმატებულად მართავს, საქართველოში ოპერირებას „ჯინო ჰოლდინგთან“ პარტნიორობით შეუდგება.

აუთლეტი „GINO FREEPORT“-ი განთავსდება ტერიტორიაზე, სადაც „საპარტნიორო ფონდი“ ევროპულ კომპანია „ჯინო ჰოლდინგთან“ ერთად, თბილისის ზღვის ტერიტორიაზე მასშტაბური პროექტის განხორციელებას გეგმავს, რომელიც 260 ჰექტარზე ეკოლოგიურად სუფთა მწვანე ქალაქის მშენებლობასა და სხვადასხვა ტურისტული ინფრასტრუქტურის, მათ შორის, სასტუმროების, ბიზნეს ცენტრების, საცხოვრებელი სახლების, დასასვენებელი, გასართობი, საჯარო  სივრცეების მოწყობას ითვალისწინებს.

პროექტის პრეზენტაციაზე ავტორებმა და ინვესტორებმა თავად წარადგინეს პროექტის კონცეფცია. ღონისძიებას ესწრებოდნენ ბიზნეს წრეების, მოდის ინდუსტრიის ცნობილი ბრენდებისა და ადგილობრივი კომპანიების, ასევე, დიპლომატიური კორპუსის, ცენტრალური და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები.

„GINO FREEPORT“-ის პროექტის არქიტექტურული ნაწილი უკვე დასრულებულია, ასევე, მიმდინარეობს მოლაპარაკებები მოდის ინდუსტრიაში ყველაზე მოთხოვნად, გავლენიან და ნიშურ ბრენდებთან.  საერთო გასაქირავებელი ფართი 7800 კვ.მ-ს შეადგენს, რაც მოიცავს 70 მაღაზიას, საბავშვო სივრცეებს, კაფე-რესტორნებს და 500-ზე მეტ  ავტომობილზე გათვლილ მიწისქვეშა და მიწისზედა  ავტოსადგომს. აუთლეტი „GINO FREEPORT“-ი 2021 წელს გაიხსნება.

შემთხვევითი სიახლე

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის ყოველწლიურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მონაწილეობა მიიღო ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის ყოველწლიურ ფორუმში (EQAF), რომელიც უმაღლესი …