თბილისის ეროვნულ პარკში ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობაზე ₾17 მლნ-ის ინვესტიცია ჩაიდება

თბილისი (BPI) – თბილისის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, ზედაზნის ტყის მიმდებარედ ეკოტურიზმისა და რეკრეაციული ინფრასტრუქტურა მოეწყობა.

ამ მიზნის განხორციელების მიზნით დაცული ტერიტორიების სააგენტო ტყის მიმდებარედ 75 000 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს სასყიდლიანი აღნაგობის უფლებით გაცემს. შესაბამისი აუქციონი სააგენტომ უკვე გამოაცხადა.

აუქციონის პირობების თანახმად, გამარჯვებულმა მინიმუმ 17 მლნ ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს და მოაწყოს ვიზიტორთა ცენტრი, ღამის გასათევ კოტეჯები (არანაკლებ 120), საკონფერენციო სივრცე (არანაკლებ 2), კვების ობიექტები, გამაჯანსაღებელ კომპლექსი, ბავშვთა და მოზრდილთა გასართობ-დასასვენებელ ზონა, დამხმარე ნაგებობები (მაგ: სამზარეულო, დამხმარე ტექნიკური ნაგებობა, სამედიცინო პუნქტი, დაცვისა და თანამშრომლების განთავსებისათვის განკუთვნილი ნაგებობა).

აუქციონის პირობების თანახმად, მიწის ნაკვეთის სასყიდლიანი აღნაგობის უფლებით სარგებლობაში გადაცემის საწყისი სააუქციონო ფასი განისაზღვრება 250 000 ლარით წელიწადში.

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი და იუნისეფი იწყებენ თანამშრომლობას განახლებადი ენერგიის, კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემების გადაჭრის მიზნით

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ელიზბარ …