თბილისის ბიზნეს აქსელერატორმა ბიზნეს-გეგმების მომზადების კომპონენტი აამოქმედა

თბილისი (BPI) – თბილისის ბიზნეს აქსელერატორმა ბიზნეს გეგმების მომზადების კომპონენტი აამოქმედა. ამასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია აქსელერატორის სპარკის ბენეფიციარებს, თბილისის მერიის და საკონსულტაციო აუდიტორული კომპანია „ბიდიო საქართველოს“ წარმომადგენლებმა გააცნეს.

თბილისის ბიზნეს აქსელერატორმა „ბიდიო საქართველოსთან“ გასულ თვეში გააფორმა ხელშეკრულება, რომლის ფარგლებში კომპანია იღებს ვალდებულებას, რომ ყოველთვიურად შეარჩიოს 4-5 სიცოცხლისუნარიანი ბიზნეს იდეა და თითოეულისთვის ბიზნეს გეგმა დაწეროს.

თბილისის ბიზნეს აქსელერატორის სპარკი მიმდინარე წლის 30 იანვარს  ამოქმედდა და უკვე 300-მდე  ბიზნეს იდეის, ასევე, მცირე და საშუალო ბიზნესის მქონე პირს აერთიანებს. პროექტის მიზანია უფასო საერთო სამუშაო სივრცის, ექსპერტ-მენტორების დახმარებით დასაქმების ხელშეწყობა, დამწყები ბიზნესებისთვის შესაძლებლობების გაზრდა და ინოვაციური ბიზნეს იდეების განხორციელება.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …