თბილისის აეროპორტში ტაქსების ექსკლუზიურ მომსახურებაზე ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდა

თბილისი (BPI) – თბილისის აეროპორტში ტაქსების სერვისის ექსკლუზიურად გაწევაზე ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდა.

ინტერესთა გამოხატვა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველმა კომპანია TAV Georgia-მ უკვე გამოაცხადა.

პირობების მიხედვით ავტომობილები უნდა იყოს ახალი, თანამედროვე, ტექნიკურად გამართული და უზრუნველყონ მგზავრთა უსაფრთხო გადაყვანა; ავტომობილები აღჭურვილი უნდა იყოს ტაქსომეტრით; აეროპორტის ტერიტორიაზე უზრუნველყოფილი უნდა იყოს არანაკლებ 30 ავტომობილის განთავსება.

ავტომობილები უნდა იყოს ერთი ფერის, მათზე დატანილი კომპანიის ლოგოთი და წარწერით “აეროპორტის ტაქსი“. მგზავრის მოთხოვნის შემთხვევაში, ავტომობილი აღჭურვილი უნდა იქნას მცირეწლოვანი ბავშვის სავარძლით; ავტომობილებში უნდა იყოს, როგორც ნაღდი ანგარიშსწორებით, ისე ბანკის ტერმინალით ანაზღაურების შესაძლებლობა.

მძღოლები უნდა იყვნენ შემოსილნი უნიფორმით, მათ შორის ჰალსტუხით.

თბილისის აეროპორტიდან მგზავრთა გადაყვანის ექსკლუზიური უფლებების მოპოვებით დაინტერესებულ კომპანიებს დეტალებ შეუძლიათ გაეცნონ ბმულზე http://tiny.cc/TAVGeorgia . განაცხადების წარდგენის ვადა 16 აგვისტოს 17:00 საათამდეა.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …