თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტები სერვის პერსონალის პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტები სერვის პერსონალის პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს. ორივე აეროპორტის მმართველი კომპანია TAV Georgia აღნიშნულ პოზიციაზე გამოცხადებულ ვაკანსიაზე მსურველებს შემდეგ მოთხოვნებს უწესებს:

უმაღლესი განათლება;

ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა;

საოფისე პროგრამების ცოდნა;

პუნქტუალურობა, მოტივაცია და დეტალებზე ორიენტაცია;

სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;

დროის მენეჯმენტი, ორგანიზებულობა და შედეგზე ორიენტაცია;

კომუნიკაბელურობა; გამოცდილება მომხმარებლებთან ურთიერთობაში ჩაითვლება უპირატესობად;

“იმ შემთხვევაში, თუ გაქვთ სურვილი დასაქმდეთ თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში და ამასთანავე აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, მაშინ მოგვაწოდეთ თქვენი ავტობიოგრაფია (CV) ფოტოსურათით მისამართზე: hrge@tav.aero ან დაგვიკავშირდით ნომერზე 032 2 310 081

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ გასაუბრებას გაივლიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები”, აცხადებენ TAV Georgia-ში.

შემთხვევითი სიახლე

აპლიკაცია, რომელიც გეხმარება დაუკავშირდე ყველას, ნებისმიერ ადგილზე: Rakuten Viber-ის 7 საოცარი ფუნქცია, რომელიც შესაძლოა აქამდე არ გამოგიყენებია

Rakuten Viber, ეს არის გლობალური, უსაფრთხო საკომუნიკაციო აპლიკაცია, რომელიც, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მილიონობით ადამიანს აკავშირებს …