sponsored by TAV Georgia

თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის პირველადი სასწრაფო დახმარების პუნქტი გაიხსნა

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის პირველადი სასწრაფო დახმარების პუნქტი გაიხსნა!
როგორც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველ კომპანია TAV Georgia-ში განმარტავენ, სამედიცინო პუნქტი უკვე ფუნქციონირებს და აეროპორტის სტუმრებს, მგზავრებსა და თანამშრომლებს 24 საათის განმავლობაში ემსახურება.
სამედიცინო მომსახურება ითვალისწინებს:
პირველადი და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა მგზავრებისთვის, როგორც თვითმფრინავში, ასევე აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე.
მგზავრთა კონსულტირება თვითმფრინავზე დაშვების სამედიცინო უკუჩვენებებზე.
  • ექიმის კონსულტაცია;
  • ელექტროკარდიოგრაფია – ეკგ;
  • გლიკემის განსაზღვრა;
სამედიცინო მანიპულაციების სრული სპექტრი: ინტრამუსკულარული და ინტრავენური ინექცია, პერიფერიული ვენის კათეტერიზაცია, ინტრავენური ინფუზია და სხვა.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით ნომერზე: თბილისი – 032 2310 345; ბათუმი – 032 2800 816

შემთხვევითი სიახლე

ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელი საბჭოს ელექტროენერგეტიკის სამუშაო ჯგუფს სემეკის წარმომადგენელი უხელმძღვანელებს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წარმომადგენელი, თამარ პარუნაშვილი ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელი …