თანადაფინანსებით მცირემიწიანი მებაღეებიც ისარგებლებენ

თბილისი (BPI)-კენკროვანი კულტურების ლურჯი მოცვის, მაყვლის და ჟოლოს ინტენსიური ბაღების გაშენების დაფინანსება გეოგრაფიულ არეალით აღარ იზღუდება. გამონაკლისია ქალაქები: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი და ფოთი. ხეხილის ბაღებისთვის კი დამატებითი მასტიმულირებელი მექანიზმები ამოქმედდა.

ცვლილებები “დანერგე მომავალში“ შევიდა. მთავრობის გადაწყვეტილებით, ბაღის ფართობი მცირდება, 1 ჰა-დან 0.5 ჰა-მდე და 1 ბენეფიციარის მაქსიმალური თანადაფინანსება  ₾100,000-დან  250,000-მდე იზრდება.

დახმარება ითვალისწინებს მიზნობრივ ფულად დახმარებას, თანადაფინანსების სახით, მრავალწლიანი კულტურების ნერგების შეძენის, ასევე, წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობისთვის (ბენეფიციარის სურვილის შემთხვევაში, შუა და საყრდენი ბოძების შეძენის ან/და სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების მოწყობის მიზნით).

დაფინანსდება  ნერგების ღირებულების არაუმეტეს 70%.  კოოპერატივების, გამყოფი ხაზის სოფლების და მაღალმთიან დასახლებებში -80%.წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობა მისი ღირებულების არაუმეტეს 50%-ით, მაგრამ 0.5 ჰა-ზე არაუმეტეს ₾1 250 -ის. სასოფლო-სამეურნეო სტატუსის  კოოპერატივების, არაუმეტეს 60%-ის <₾1 500,  0,5  ჰა-ზე.ბაღების კომპონენტში სეტყვის საწინააღმდეგო ბადის მოწყობის ღირებულების არაუმეტეს <50%, კოოპერატივების, გამყოფი ხაზის სოფლებისა და მაღალმთიანში < 60%.კოოპერატივებს, მრავალწლიანი ბაღის გაშენების შემდგომ, დაუფინანსდება შესაწამლი აპარატების ღირებულება, ₾5 000 -მდე. 

პროექტის „დანერგე მომავლის“ მიზანია, მრავალწლოვანი კულტურების გაშენების გზით, მიწების ეფექტიანი გამოყენებაა, რომ. იმპორტი ქართული პროდუქციით ჩანაცვლდეს. 

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …