თამბაქოზე აქციზს მთიან აჭარაში აპროტესტებენ, ფინანსთა მინისტრი შეღავათებს გამორიცხავს

თბილისი (BPI) – “გლეხმა 300კგ თამბაქო რომ მოიყვანოს 21 000 ლარი თუ არ აქვს  ბაზარზე ვერ გაიტანს”,- ქედელი დავით ტაბატაძე საგადასახადო კოდექსში  ცვლილებებს აპროტესტებს,  გასახვევ თამბაქოზე აქციზის დაწესებას, რომელიც  21 ნოემბრიდან ამოქმედება.  რეალიზაცია დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი დაფასოებულია ნეტო–მასით 50 ან 100-გრამიან პირველად საფუთავებში. აღნიშნული წესით დაფასოებული თამბაქო უნდა იყოს დადგენილი წესით აქციზური მარკით ნიშანდებული. განთავსებული უნდა იყოს სამედიცინო გაფრთხილება და დაცული უნდა იყოს „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.

ქედაში   საპროტესტო აქციაზე გამოსულ ფერმერთა მოთხოვნაზე ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ მოზომილი გადასახადი მათ ტვირთად არ დააწვება.

 

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა „ჯივიპის“ მიერ მომხმარებლებზე განხორციელებული უსაფუძვლო დარიცხვების დაუყოვნებლივი შესწავლა დაიწყო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ბოლო დღეების განმავლობაში შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ …