ზღვის უბანში 5 000-მდე კვ.მ ფართობზე რეკრეაციული ზონა და სპორტული სივრცე ეწყობა

თბილისი (BPI) – ზღვის უბნის (თემქის) X კვარტალში, N22 საბავშვო ბაღის წინავტოსადგომად ქცეულ ტერიტორიაზე,სკვერისა და სპორტული სივრცის მოწყობა მიმდინარეობს. პროექტი 5 000-მდე კვ.მ ფართობის კეთილმოწყობას ითვალისწინებს.

სამუშაოების ფარგლებში, ტერიტორია რამდენიმე ფუნქციურ ზონად დაიყოფა – მოეწყობა სკვერი ახალი LED განათებებით, სარწყავი სისტემითა და გამწვანებით. ასევე, გაკეთდება კალათბურთისა და ფეხბურთის მოედნები ტრიბუნებით.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე პარლამენტისა და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებთან, ზაზა გაბუნიასა და თამარ ტალიაშვილთან ერთად გაეცნო.

„აღნიშნული ტერიტორია ავტოსადგომად იყო გადაქცეული. ოქტომბრის ბოლოსთვის აქ უკვე რეკრეაციული ზონა და სპორტული სივრცე გვექნება. ასევე, მოსახლეობის მოთხოვნითა და მათთან შეთანხმებით, შევინარჩუნებთ საპარკინგე ზონას. დარწმუნებული ვარ, ეს ადგილი ზღვის უბნის მოსახლეობისთვის ერთ-ერთი საყვარელი დასასვენებლი სივრცე იქნება“, – განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად ნაძალადევის რაიონის გამგეობა 207 000 ლარს დახარჯავს.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …