გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით, სემეკთან არსებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის ფარგლებში, ქ.ზუგდიდის მე-4 საჯარო სკოლაში, სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებს საჯარო ლექცია ჩაუტარდათ თემაზე “ქალის როლის გაძლიერება ენერგეტიკის სექტორში”.
ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის საბჭოს წევრებმა, სალომე ჯანელიძემ და ქეთევან ბერიკაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნეს ენერგეტიკის სექტორის რეგულირების საკითხები, განვითარების პერსპექტივები, სექტორში დასაქმების შესაძლებლობები.
ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის მიზანია განახლებადი ენერგიის შესახებ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლებში მოსწავლე-ახალგაზრდობის ცნობიერების ამაღლებასა და ჩართულობის ხელშეწყობა, კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემების გადაჭრაში განახლებადი ენერგიის როლის შესახებ მათი ინფორმირება.
პროექტი ხორციელდება სამეგრელო-ზემო-სვანეთის, გურიის და იმერეთის რეგიონების მუნიციპალიტეტებში, 35 სკოლის 500-მდე მოსწავლისთვის. პროექტის ფარგლებში მოსწავლე-ახალგაზრდებს უტარდებათ ტრენინგები და საჯარო ლექციები. პროექტის ხანგრძლივობაა 8 თვე.