ზოგჯერ უბრალოდ იცი, რომ სწორად იქცევი – „სოკარი“ 2019 წელს აჯამებს

თბილისი (BPI) – ხეების დარგვა, მზის პანელები, საქველმოქმედო აქციები, ახალგაზრდების და შშმ პირთა მხარდაჭერისთვის განხორციელებული პროექტები – „სოკარმა“ 2019 წელს CSR პლატფორმის „პასუხისმგებლობის 5 სტანდარტის“ ფარგლებში ჩატარებული ღონისძიებების შესახებ საჯაროდ ისაუბრა. ყველაფერი, რაზეც კომპანიამ გასული წლის განმავლობაში იზრუნა, ექსპერტებთან ერთად განიხილეს და სამომავლო გეგმებიც დასახეს. ანგარიშის წარდგენის ბოლოს კი სტუმრებს ვიდეო წარუდგინეს, რომელშიც „სოკარის“ აქტივობები და სოციალურ ქსელში საზოგადოების ნაწილის რეაქციებია ნაჩვენები.

„სოკარის“ წარმომადგენლები ამ ვიდეოთი ამბობენ, რომ ლათინური, რუსული და იშვიათად ქართული შრიფტით მიწერილი ნეგატიური კომენტარები მათთვის დაბრკოლება არ იქნება. წინააღდეგობის მიუხედავად, მაინც იზრუნებენ გარემოზე, ელექტრომობილების პოპულარიაციაზე, სპორტის განვითარებაზე, ახალგაზრდების, ქალების, შშმ პირებისა და მოხუცების მხარდაჭერაზე. სამომავლო გეგმები „სოკარმა“ საზოგადოებას 21 თებერვალს, 2019 წლის შეჯამებისას გააცნო.

შემთხვევითი სიახლე

2025 წლის მონაცემებით, ფოთის პორტში ყველაზე მეტი კონტეინერი მაისში დამუშავდა

2025 წლის იანვრიდან დღემდე, ეიპიემ ტერმინალს ფოთმა მაისის თვეში ყველაზე მეტი, 58 629 TEU კონტეინერი დაამუშავა. …