ზანავის მინერალური წყლის ჩამოსხმის ლიცენზია IDS ბორჯომმა 1,1 მლნ-ად იყიდა

თბილისი (BPI) – IDS ბორჯომი მინერალური წყალი ზანავის ჩამოსხმას დაიწყებს. ამ მიზნით კომპანია 10 მლნ ლარის ინვესტიციას განახორციელებს.

კომპანიამ სოფელ ზანავის მიმდებარე ტერიტორიაზე „ზანავის“ მინერალური წყლის შესწავლა-მოპოვების 25-წლიანი ლიცენზია (ჭაბურღილები №39, №143 და №144)  აუქციონზე 1,1 მლნ ლარად შეიძინა.

როგორც ეკონომიკის სამინისტროს წიაღის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, სალიცენზიო პირობების თანახმად, გამარჯვებული კომპანია ვალდებულია
მინერალური წყლის ჩამოსხმის მიზნით განახორციელოს მინიმუმ 10 მლნ ლარის ინვესტიცია ლიცენზიის ძალაში შესვლიდან 5 წლის ვადაში განახორციელოს და საქართველოს არანაკლებ  50  მოქალაქე დაასაქმოს.

შემთხვევითი სიახლე

გერმანიაში მეორადი ნივთების გაყიდვების ბუმია – სტერეოტიპების მსხვრევა და ეკონომიკური ტრენდები

გერმანიაში მეორადი მოხმარების ნივთების ბაზარი რეკორდულ ზრდას აჩვენებს და სულ უფრო პოპულარული ხდება მოსახლეობის ყველა …